მასკერონის აგება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''მასკერონის აგება''' – გეომეტრიული აგება, რომელიც სრულდება ...) |
00:42, 6 თებერვალი 2024-ის ვერსია
მასკერონის აგება – გეომეტრიული აგება, რომელიც სრულდება მხოლოდ ფარგლის საშუალებით. ამ აგებებს სწავლობდა იტალიელი მათემატიკოსი ლორენცო მასკერონი; თუმცა მასკერონამდე 100 წელზე მეტი ხნის წინ ასეთ აგებებს შეისწავლიდა დანიელი მათემატიკოსი გ. მორი; ამიტომ ამ აგებებს ზოგჯერ მორი - მასკერონის აგებებს უწოდებენ.
მასკერონის აგება თეორიულად დაასაბუთა ავსტრიელმა მათემატიკოსმა ა. ადლერმა, რომელმაც 1890 წ. დაამტკიცა, რომ ყოველგვარი ამოცანა აგებაზე, რომელიც ამოიხსნება ფარგლითა და სახაზავით, შეიძლება ამოიხსნას მხოლოდ მარტო ფარგლით.