უღელი ხატისა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | [[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | ||
[[კატეგორია:სარიტუალო ნივთები]] | [[კატეგორია:სარიტუალო ნივთები]] | ||
| + | [[კატეგორია:რიტუალები]] | ||
17:19, 7 ივნისი 2017-ის ვერსია
უღელი ხატისა - ხატის უღელი, სხვადასხვა გასაჭირის დროს, მორწმუნე ხატს რაიმეს ტარებას აღუთქვამდა, მას განსაზღვრულ დრომდე ატარებდა და მერე ხატს შესწირავდა. ამ თვალსაზრისით მთიანეთში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული იყო ხატის უღელი, რომელიც მზადდებოდა რკინისაგან და სხვადასხვა ზომის იყო. ზოგიერთი ასეთ უღელს ორ-სამ წელსაც ატარებდა. დადებული ვადის გასვლის შემდეგ ყელუღელიანი ქალი ან კაცი მივიდოდა შეთქმულ ხატში, მიიტანდა საწირავს (ნაზუქები, სანთელ-კელაპტრები), დეკანოზი შეხსნიდა უღელს და ხატის ნიშში შედებდა. ამის შემდეგ ადამიანი ხატის მონობისაგან თავისუფალი იყო. ასეთივე დანიშნულების იყო კისერზე დასადები მძიმე ჯაჭვები (ჯაჭვი ხატისა).
- თ.ნ.
