რეკონსტრუქცია (ენათმეცნიერება)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''რეკონსტრუქცია''' – (<ლათ. re – ხელახალი + construction – აგება), ისტორიულ-შედარებით ენათმეცნიერებასა და შედარებით ფილოლოგიაში გამოყენებული დიაქრონიული ანალიზის მეთოდი, რ-ის
+
'''რეკონსტრუქცია''' – (<ლათ. re – ხელახალი + construction – აგება), ისტორიულ-შედარებით [[ენათმეცნიერება|ენათმეცნიერებასა]] და შედარებით ფილოლოგიაში გამოყენებული დიაქრონიული ანალიზის მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდება ამა თუ იმ [[ენა (მეტყველება)|ენის]], ენათა ჯგუფის, ოჯახის წინაისტორიული მდგომარეობის აღდგენა, რეკონსტრუქციის პროცედურა გულისხმობს ისტორიულად დამოწმებულ მონათესავე ენობრივი  
საშუალებითაც შესაძლებელი  
+
სისტემების შედარებითი რეტროსპექტიული ანალიზით ადრეული (ისტორიულად დაუმოწმებელი) სტადიების პოსტულირებას, [[არქეტიპი (ტექსტოლოგია)|არქეტიპების]] დადგენას. რეტროსპექტიული სვლა გაგრძელდება მანამ, სანამ მიღწეული არ იქნება ის ენობრივი მდგომარეობა, წინარე ენა, რომლიდანაც შეიძლება გამოყვანილ იქნეს ყველა ისტორიულად დამოწმებული მონათესავე ენობრივი სისტემა. რაც მეტია შესადარებელი მასალა, მით უფრო მეტია აღდგენილი ენობრივი მდგომარეობის სანდოობის ხარისხი და მით უფრო სრული იქნება წინარე ენის  
ხდება ამა თუ იმ ეჩის, ენათა ჯგუფის, ოჯახის წინაისტ. მდგომარეობის აღდგენა.რ-ის პროცეღურა
+
სტრუქტურული მოდელის (რეკონსტრუქტის) შესახებ ინფორმაციაც. თავის მხრივ,  
გულისხმობს ისტორიულად დამოწმებულ მონათესავე ენობრივი  
+
წინარე ენა ანალიზის პროსპექტული მსვლელობის გზით შესაძლებელს ხდის წინაენობრივი მდგომარეობიდან მომდინარე ისტორიულად დამოწმებული ენების ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესთა გათვალისწინებას.
სისტემების შედარებითი რეტროსპექტული ანალისით ადრეული  
+
(ისტორიულად დაუმოწმებელი)  
+
სტადიების პოსტულირებას, არქეტი პების დადგენას (იხ. არქეტიპი). რეტროსპექტული სელა
+
გაგრძელდება მანამ, სანამ მიღწეული არ იქნება ის ენობრივი  
+
მდგომარეობა, წინარე ენა,რომლიდანაც შეიძლება გამოყეანილ
+
იქჩეს ყველა ისტორიულად  
+
დამოწმებული მონათესავე ენობრივი სისტემა. რაც მეტია 'შესადარებელი მასალა, მით უფრო მეტია  
+
აღდგენილი ენობრიეი მდგომარეობის სანდოობის ხარისხი და მით  
+
უფრო სრული იქნება წინარე ენის  
+
სტრუქტურული მოდელის (რე- კონსტრუქტი ს) შესახებ ინფორმაციაც (იხ. ფუძჟეენა). თავის მხრიე,  
+
წინარე ენა ანალიზის პროსპექტული მსელელობის გზით შესაძლებელს ხდის წინაეჩობრივი მდგომარეობიდან მომდინარე ისტორიულად დამოწმებული ენების ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესთა გათვალისწინებას.
+
  
შედარებით მეთოდთან ერთად  
+
შედარებით მეთოდთან ერთად დიაქრონიულ კვლევაში წარმატებით გამოიყენება ე. წ. შინაგანი რეკონსტრუქციის მეთოდი. ამ მეთოდით ხდება როგორც უმწერლობო მონათესავე ენათა წინაისტორიის აღდგენა, ისე ცალკე მდგომ, იზოლირებულ ენათა წინაისტორიის აღდგენაც. შინაგანი რეკონსტრუქცია ორიენტირებულია ცალკეული ენის (ენათა ჯგუფის) ფარგლებში გარკვეული სტრუქტურული სქემების უნიფიცირებისა და მათი სავარაუდო უძველეს სტრუქტურულ ტიპებზე დაყვანის პროცედურებზე. ამ პროცედურაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება როგორც ტიპოლოგიური (სინქრონიული კანონზომიერებებისა და დიაქრონიული ტრანსფორმაციების), ისე ენობრივ უნივერსალიათა კვლევის მონაცემებს.
დღიაქრონიულ კვლევაში წარმატებით გამოიყენება ე. წ. შინაგანი რ-ის მეთოდი. ამ მეთოდით  
+
ხდება როგორც უმწერლობო მონათესაეე ენათა წინაისტორიის  
+
აღდგენა, ისე ცალკე მდგომ, იზოლირებულ ენათა წინაისტორიის  
+
აღდგენაც. შინაგანი რ. ორიენტირებულია ცალკეული ენის (ენათა  
+
ჯგუფის) ფარგლებში გარკვეული სტრუქტურული სქემების 'უნიფიირებისა და მათი სავარაუდო უძველეს სტრუქტურულ ტიპებზე და- ყვანის პროცედურებზე. ამ პროცედურაში გადამწყვეტი მნიშვნე- ლობა ენიჭება როგორც ტიპოლოგიური (სინქრონიული კანონზომიერებებისა და დიაქრონიული ტრანსფორმაციების), ისე ენობრიე უნივერსალიათა კელევის მონაცემებს.
+
  
სინქრონიული და დიაქრონიული ტიპოლოგიის მონაცემთა მიხედეით მოხღა ინდოევროპულ  
+
სინქრონიული და დიაქრონიული ტიპოლოგიის მონაცემთა მიხედვით მოხდა ინდოევროპულ ხშულთა სისტემის რეინტერპრეტაცია, რეკონსტრუქციის შედეგად სავარაუდო სისტემა „ლინგვისტური რეალურობის“ უფრო მაღალ ხარისხს ავლენს, ვიდრე ტრადიციულად რეკონსტრუირებული სისტემა. რამდენადაც ეს უკანასკნელი წინააღმდეგობაში აღმოჩნდა სინქრონიული ტიპოლოგიის მონაცემებთან, იგი რეინტერპრეტირებულ იქნა სისტემის დიაქრონიული გამოყვეანადობის პრინციპის საფუძველზე (თ. გამყრელიძე, ე. ივანოვი). ასეთი რეინტერპრეტაციის შედეგად ინდოევროპულ ხშულთა სისტემა დალაგდა სამ სერიად გლოტალიზაციისა და მჟღერობა-სიყრუის მიხედეით: I – გლოტალიზებულები (p')t'k'k'k', II – მჟღერი, ფშვინვიერები b"/ d b"/d gh/ gg"/gg"/g": ყრუ ფშვინეიერები (p"/p t"/t  k"/k k"/k", ამგვარად აღდგენილი სისტემა სტრუქტურულ-ტიპოლოგიურად ძალიან ახლოს დგას ქართველურ ენათა ხშულების სამსერიან სისტემასთან. საერთო  
სშულთა სისტემის რეინტერპრეტაცია, რ-ის შედეგად სავარაუდო  
+
ინდოევროპული კონსონანტიზმის წარმოდგენილი რეკონსტრუქცია, რომელიც თანამედროვე ინდოევროპულ შედარებით ენათმეცნიერებაში ცნობილია გლოტალური თეორიის სახელწოდებით, შეიძლება განხილულ იქნას როგორც ახალი პარადიგმა  
სისტემა „ლინგვისტური რეალურობის“ უფრო მაღალ ხარისხს ავლენს, ვიდრე ტრადიციულად რე- კონსტრუირებული სისტემა. რამდენადაც ეს უკანასკნელი წინააღმდეგობაში აღმოჩნდა სინქრონიული ტიპოლოგიის მონაცემებთან,  
+
ინდოევროპულ შედარებით-ისტორიულ ენათმეცნიერებაში.  
იგი რეინტერპრეტირებულ იქნა  
+
სისტემის დიაქრონიული გამოყვეანადობის პრინციპის საფუძველზე (თ. გამყრელიიე, ე. ივანოვი).  
+
ასეთი რეინტერპრეტაციის შედეგად ინდოევროპულ ხშულთა სისტემა დალაგდა სამ სერიად გლოტალიზაციისა და მჟღერობა-სიყრუის მიხედეით: | – გლოტალიზებულები (')LM””M”", II – მჟღერი,  
+
ფშვიჩვიერები ხ"/ ხ ძ"/ძ 9LV8 §M/ 9M/  
+
: ყრუ ფშვინეიერები (#"/ი0 IL XMMX
+
MM MM/L>, ამგეარად აღდგენილი  
+
სისტემა სტრუქტურულ-ტი პოლოგიურად ძალიან ახლოს დგას ქართე.
+
ეჩათა ხშულების სამსერიან სისტემასთან (იხ. ფუძეენა). საერთო  
+
ინდოეეროპული კონსონანტიზმის  
+
წარმოდგენილი რეკონსტრუქცია,  
+
რ-იც თანამედროვე ინდოეერ. შედ.
+
ენათ-ში ცნობილია გლოტალური თეორიის სახელწოდებით, შეიძლება განხილულ  
+
იქნას როგორც ახალი პარადიგმა  
+
ინდოევროჰულ შედ--ისტ. ენათმეცჩიერებაში.  
+
  
ლ. ენუქიძე. ი. ქობალავა.  
+
''ლ. ენუქიძე'' <br />
 +
''ი. ქობალავა''  
  
  
  
  
==ლიერატურა==  
+
==ლიტერატურა==  
* [[გამყრელიძე თამაზ|გამყრელიძე თ.]] თანამედდროვე დიაქრონიული ლინგეისტიკა და ქართველური ენები. – „ენათმეცნიერების საკითხები“, 2000, № I;
+
* [[გამყრელიძე თამაზ|გამყრელიძე თ.]] თანამედროვე დიაქრონიული ლინგვისტიკა და ქართველური ენები. – „ენათმეცნიერების საკითხები“, 2000, № I;
* გამყრლიძე თ. აკიკნაძე ზ. შადური, შენგელაია ნ. თეორიული ენათმეცნიერების კურსი, თბ., 2003.
+
* გამყრელიძე თ. კიკნაძე ზ. შადური, შენგელაია ნ. თეორიული ენათმეცნიერების კურსი, თბ., 2003.
 +
 
 +
==წყარო==
 +
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
 +
[[კატეგორია:ენათმეცნიერება]]

მიმდინარე ცვლილება 00:39, 14 თებერვალი 2024 მდგომარეობით

რეკონსტრუქცია – (<ლათ. re – ხელახალი + construction – აგება), ისტორიულ-შედარებით ენათმეცნიერებასა და შედარებით ფილოლოგიაში გამოყენებული დიაქრონიული ანალიზის მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდება ამა თუ იმ ენის, ენათა ჯგუფის, ოჯახის წინაისტორიული მდგომარეობის აღდგენა, რეკონსტრუქციის პროცედურა გულისხმობს ისტორიულად დამოწმებულ მონათესავე ენობრივი სისტემების შედარებითი რეტროსპექტიული ანალიზით ადრეული (ისტორიულად დაუმოწმებელი) სტადიების პოსტულირებას, არქეტიპების დადგენას. რეტროსპექტიული სვლა გაგრძელდება მანამ, სანამ მიღწეული არ იქნება ის ენობრივი მდგომარეობა, წინარე ენა, რომლიდანაც შეიძლება გამოყვანილ იქნეს ყველა ისტორიულად დამოწმებული მონათესავე ენობრივი სისტემა. რაც მეტია შესადარებელი მასალა, მით უფრო მეტია აღდგენილი ენობრივი მდგომარეობის სანდოობის ხარისხი და მით უფრო სრული იქნება წინარე ენის სტრუქტურული მოდელის (რეკონსტრუქტის) შესახებ ინფორმაციაც. თავის მხრივ, წინარე ენა ანალიზის პროსპექტული მსვლელობის გზით შესაძლებელს ხდის წინაენობრივი მდგომარეობიდან მომდინარე ისტორიულად დამოწმებული ენების ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესთა გათვალისწინებას.

შედარებით მეთოდთან ერთად დიაქრონიულ კვლევაში წარმატებით გამოიყენება ე. წ. შინაგანი რეკონსტრუქციის მეთოდი. ამ მეთოდით ხდება როგორც უმწერლობო მონათესავე ენათა წინაისტორიის აღდგენა, ისე ცალკე მდგომ, იზოლირებულ ენათა წინაისტორიის აღდგენაც. შინაგანი რეკონსტრუქცია ორიენტირებულია ცალკეული ენის (ენათა ჯგუფის) ფარგლებში გარკვეული სტრუქტურული სქემების უნიფიცირებისა და მათი სავარაუდო უძველეს სტრუქტურულ ტიპებზე დაყვანის პროცედურებზე. ამ პროცედურაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება როგორც ტიპოლოგიური (სინქრონიული კანონზომიერებებისა და დიაქრონიული ტრანსფორმაციების), ისე ენობრივ უნივერსალიათა კვლევის მონაცემებს.

სინქრონიული და დიაქრონიული ტიპოლოგიის მონაცემთა მიხედვით მოხდა ინდოევროპულ ხშულთა სისტემის რეინტერპრეტაცია, რეკონსტრუქციის შედეგად სავარაუდო სისტემა „ლინგვისტური რეალურობის“ უფრო მაღალ ხარისხს ავლენს, ვიდრე ტრადიციულად რეკონსტრუირებული სისტემა. რამდენადაც ეს უკანასკნელი წინააღმდეგობაში აღმოჩნდა სინქრონიული ტიპოლოგიის მონაცემებთან, იგი რეინტერპრეტირებულ იქნა სისტემის დიაქრონიული გამოყვეანადობის პრინციპის საფუძველზე (თ. გამყრელიძე, ე. ივანოვი). ასეთი რეინტერპრეტაციის შედეგად ინდოევროპულ ხშულთა სისტემა დალაგდა სამ სერიად გლოტალიზაციისა და მჟღერობა-სიყრუის მიხედეით: I – გლოტალიზებულები (p')t'k'k'k', II – მჟღერი, ფშვინვიერები b"/ d b"/d gh/ gg"/gg"/g": ყრუ ფშვინეიერები (p"/p t"/t k"/k k"/k", ამგვარად აღდგენილი სისტემა სტრუქტურულ-ტიპოლოგიურად ძალიან ახლოს დგას ქართველურ ენათა ხშულების სამსერიან სისტემასთან. საერთო ინდოევროპული კონსონანტიზმის წარმოდგენილი რეკონსტრუქცია, რომელიც თანამედროვე ინდოევროპულ შედარებით ენათმეცნიერებაში ცნობილია გლოტალური თეორიის სახელწოდებით, შეიძლება განხილულ იქნას როგორც ახალი პარადიგმა ინდოევროპულ შედარებით-ისტორიულ ენათმეცნიერებაში.

ლ. ენუქიძე
ი. ქობალავა



[რედაქტირება] ლიტერატურა

  • გამყრელიძე თ. თანამედროვე დიაქრონიული ლინგვისტიკა და ქართველური ენები. – „ენათმეცნიერების საკითხები“, 2000, № I;
  • გამყრელიძე თ. კიკნაძე ზ. შადური, შენგელაია ნ. თეორიული ენათმეცნიერების კურსი, თბ., 2003.

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები