საქართველოს ენის სახელმწიფო პალატა (სესპ)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „საქართველოს ენის სახელმწიფო პალატა (სესპ)“ გადაიტანა გვერდზე „[[...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სესპ“ გადაიტანა გვერდზე „[[საქართველოს ენის სახელმწიფო პალატა (ს...) |
17:05, 16 თებერვალი 2024-ის ვერსია
საქართველოს ენის სახელმწიფო პალატა (სესპ) – სახელმწიფო ენის ფუნქციონირებისა და ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დაცვის მაკონტროლებელი უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო, შეიქმნა 1997 წ. 24 იანვარს (თავმჯდომარე ლ. ღვინჯილია).
პალატა თავის საქმიანობისას ხელმიძღვანელობდა საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, პარლამენტის დადგენილებით, პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართვველოს სახელმწიფო ენის მუდმივი სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
სესპ ანგარიშეალდებული იყი საქართველოს პრესიდენტის წინაშე: ჰქონდა დამოუკიდებელი ბალანსი და შესაბამისი ანგარიშები ბანკში, სახელმწიფო გერბიანი ბეჭედი. პალატის დაფინანსება ხდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
სესპ-ს ეკისრებოდა საქართეელოს ტერიტორიაზე მოქმედი ყველა სახელმწიფო ორგანოს, უწყების, ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, აგრეთვე საქართველოს იურისდიქციაში მყოფი არასახელმწიფო დაწესებულებების (მიუხედავად მათი ორგანისაციულ-სამართლებრივი ფორმისა) საქმიანობაში ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსისა და სალიტერატურო ენის ნორმათა დაცვის უზრუნეელყოფა, სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის განხორციელება, არაქართულენოვანი მოსახლეობის ენობრივი ინტერესების დაცვა მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და სხვ.
სესპ უფლებამოსილი იყო, თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე მიეღო გადაწყვეტილება, რომელთა შესრულება სავალდებულო იყო აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა ორგნოსათვის, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ყველა არასახელმწიფო საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციისათვის.
სესპ-თან შექმნილი იყო გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა დღა დაცვის სამთავრობო კომისია, შემადგენლობასა და სტრუქტურას ამტკიცებდა და თავმჯდომარეს ნიშნავდა საქართველოს პრეზიდენტი, აღნიშნულ კომისიას ხელმძღვანელობდა პალატის თავმჯდომარე.
სესპ-ს ჰქონდა სტრუქტურული ქვედანაყოფები საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში შესაბამისი სამმართველოებისა და განყოფილებების სახით. ადგილობრივი საქმიანობის უკეთ ორგანიზებისა და კოორდინირების მიზნით შექმნილი იყო ათი სამხარეო დეპარტამენტი, რომლებშიც ერთიანღებოდა რაიონული და საქალაქო სამსახურები.
სესპ-ის ლიკვიდაცია მოხდა საქართველოს მთავრობის 2004 წ. 23 ოქტომბრის №86 დადგენილებით. მისი სამართალმემკეიდრეა სახელმწიფო ენის სამმართველო.
ლ. ღვინჯილია