ორისფერო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ორისფერო''' – ზედაპირი [[ლობაჩევსკი ნი...) |
მიმდინარე ცვლილება 21:05, 16 თებერვალი 2024 მდგომარეობით
ორისფერო – ზედაპირი ლობაჩევსკის სივრცეში, რომელიც მიიღება ორიციკლის ბრუნვით მისი ერთ-ერთი ღერძის გარშემო. ორისფერო არის ლობაჩევსკის სივრცეში სამი ძირითადი ტიპის ზედაპირიდან ერთ-ერთი (ორისფერო, სფერო, ჰიპერსფერო). ორისფერო არის ორიციკლის სივრცითი ანალოგი. ყველა ორისფერო ერთმანეთის კონგრუენტულია. ორისფეროზე სრულდება აბსოლუტური გეომეტრიის ყველა წინადადება, თუ „წერტილში“ ვიგულისხმებთ ორისფეროს წერტილს, „წრფეში“ - ორისფეროს ორიციკლს და ზოგიერთ სხვა შეთანხმებას.
ორისფეროს სხვანაირად ზღვრული ზედაპირი ეწოდება.