აბსოლუტური გეომეტრია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბსოლუტური გეომეტრიაგეომეტრია, რომელიც აგებულია ჰილბერტის აქსიომათა ოთხ ჯგუფზე: კუთვნილების, რიგითობის, კონგრუენტულობის, უწყვეტობის აქსიომებზე და არ იყენებს პარალელურობის აქსიომას. მაშასადამე, აბსოლუტური გეომეტრია მოიცავს ევკლიდეს გეომეტრიის ყველა თეორემას, რომელთა დამტკიცება არ ეყრდნობა პარალელურობის აქსიომას, ანუ ევკლიდეს V პოსტულატს. აბსოლუტური გეომეტრია წარმოადგენს ევკლიდეს გეომეტრიისა და ლობაჩევსკის გეომეტრიის საერთო ნაწილს.

ტერმინი „აბსოლუტური გეომეტრია“ შემოიღო უნგრელმა მათემატიკოსმა იანოშ ბოლიაიმ.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები