ულუმბოს მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 3: ხაზი 3:
 
[[ფაილი:Ulumbos monasteri.jpg|thumb|მარცხნივ|150პქ|'''სამხრეთის კარი (პორტალი)''']]
 
[[ფაილი:Ulumbos monasteri.jpg|thumb|მარცხნივ|150პქ|'''სამხრეთის კარი (პორტალი)''']]
  
'''ულუმბოს მონასტერი''' (''ინგლ.'' Ulumbo Monastery) – XIX საუკუნის ქართული [[ხუროთმოძღვრება|ხუროთმოძღვრების]] ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი [[ქართლი|ქართლში]], მდინარე ჭერათხევის მარჯვენა შენაკადის, ალისწყლის ხეობაში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალის მახლობლად.  
+
'''ულუმბოს მონასტერი''' (''ინგლ.'' Ulumbo Monastery) – XIX საუკუნის ქართული [[ხუროთმოძღვრება|ხუროთმოძღვრების]] ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი [[ქართლი|ქართლში]], [[მდინარე]] ჭერათხევის მარჯვენა შენაკადის, ალისწყლის ხეობაში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალის მახლობლად.  
  
ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, მონასტერი VI საუკუნის შუაწლებში დაუარსებია [[საქართველო]]ში მოსული 13 ასურიელი მამათაგან ერთ-ერთს მიქაელ ულუმბოელს (დაკრძალულია იქვე). როგორც წერილობითი წყაროებიდან ირკვევა (ამირეჯიბთა სიგელი), XIII საუკუნეში აქ უკვე დიდი ტაძარი მდგარა.  
+
ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, მონასტერი VI საუკუნის შუაწლებში დაუარსებია [[საქართველო]]ში მოსული 13 ასურიელი მამათაგან ერთ-ერთს მიქაელ ულუმბოელს (დაკრძალულია იქვე). როგორც წერილობითი წყაროებიდან ირკვევა (ამირეჯიბთა [[სიგელი (საბუთი)|სიგელი]]), XIII საუკუნეში აქ უკვე დიდი ტაძარი მდგარა.  
  
XIV-XV საუკუნეებში მონასტერი საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ კერას წარმოადგენდა. შუააზიელი ემირის თემურ-ლენგის ლაშქრობის შედეგად დანგრეული ტაძარი 1400-1415 წლებში ალის ხეობის მფლობელს [[ქუცნა ამირეჯიბი|ქუცნა ამირეჯიბს]] ხელახლა აუშენებია. ამჟამად მის ადგილზე ღთისმშობლის დარბაზული [[ეკლესია]] დგას, რომელიც, როგორც სამხრეთის შესასვლელის (კარის) თავზე მოთავსებულ მხედრულ წარწერაშია ნათქვამი, 1871 წელს სანახევროდ დანგრეული ძველი ეკლესიის (სავარაუდოდ სიგრძით 24 მ) აღმოსავლეთ მონაკვეთის კედლებზე დაუშენებიათ. ახლანდელი ეკლესია (16,0x9,3 მ) ძველზე უფრო პატარაა. ნაგებია ნატეხი ქვითა და ქვიშაქვის კვადრებით. აქვს ორი მოქმედი კარი – სამხრეთისა და დასავლეთის, რომელთაგან სამხრეთის კარი ძველ ეკლესიას ეკუთვნის.  
 
მიმდინარე ცვლილება 14:37, 20 თებერვალი 2024 მდგომარეობით

ულუმბოს მონასტრის საერთო ხედი
ადგილმდებარეობის რუკა
სამხრეთის კარი (პორტალი)

ულუმბოს მონასტერი (ინგლ. Ulumbo Monastery) – XIX საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი ქართლში, მდინარე ჭერათხევის მარჯვენა შენაკადის, ალისწყლის ხეობაში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ალის მახლობლად.

ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, მონასტერი VI საუკუნის შუაწლებში დაუარსებია საქართველოში მოსული 13 ასურიელი მამათაგან ერთ-ერთს მიქაელ ულუმბოელს (დაკრძალულია იქვე). როგორც წერილობითი წყაროებიდან ირკვევა (ამირეჯიბთა სიგელი), XIII საუკუნეში აქ უკვე დიდი ტაძარი მდგარა.

XIV-XV საუკუნეებში მონასტერი საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ კერას წარმოადგენდა. შუააზიელი ემირის თემურ-ლენგის ლაშქრობის შედეგად დანგრეული ტაძარი 1400-1415 წლებში ალის ხეობის მფლობელს ქუცნა ამირეჯიბს ხელახლა აუშენებია. ამჟამად მის ადგილზე ღთისმშობლის დარბაზული ეკლესია დგას, რომელიც, როგორც სამხრეთის შესასვლელის (კარის) თავზე მოთავსებულ მხედრულ წარწერაშია ნათქვამი, 1871 წელს სანახევროდ დანგრეული ძველი ეკლესიის (სავარაუდოდ სიგრძით 24 მ) აღმოსავლეთ მონაკვეთის კედლებზე დაუშენებიათ. ახლანდელი ეკლესია (16,0x9,3 მ) ძველზე უფრო პატარაა. ნაგებია ნატეხი ქვითა და ქვიშაქვის კვადრებით. აქვს ორი მოქმედი კარი – სამხრეთისა და დასავლეთის, რომელთაგან სამხრეთის კარი ძველ ეკლესიას ეკუთვნის.

განირჩევა ორი სამშენებლო ფენა. ტაძრის კედლებში ჩართულია სანახევროდ მიწით დაფარული ძველი ეკლესიის ფრაგმენტები, რომელთა მიხედვით დადგენილია, რომ ძეგლს ჩუქურთმები და მოხატულობა ამკობდა (სავარაუდოდ XI საუკუნის). შიდა სივრცის გადახურვა თაღოვან-კამაროვანია. ეკლესიას ექვსი სარკმელი აქვს: ორ-ორი სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში და თითო-თითო დასავლეთით და აღმოსავლეთით (ანათებს აფსიდიან საკურთხეველს). მხატვრობის საყურადღებო მცირე ფრაგმენტები შეიმჩნევა ჩრდილოეთის კედელზე.

[რედაქტირება] წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები