სინქრონია
(ახალი გვერდი: '''სინქრონია''' – (< ბერძნ. §ყილს+0ი05 – ერთდროულისი; 5Vი–თან, CMM-46- ი03-დ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''სინქრონია''' – (< ბერძნ. | + | '''სინქრონია''' – (< ბერძნ. synchronos – ერთდროული; syn–თან, chronos-დრო), ენის მდგომარეობა მისი ისტორიის კონკრეტული მომენტისათვის, იქნება ეს ახლანდელი თუ წარსულის რომელიმე მონაკვეთი (მაგ. თანამედროვე ქართული ან XIX ს. ქართული). ამით სინქრონია განსხვავდება როგორც [[დიაქრონია|დიაქრონიისაგან]], რომელიც გულისხმობს ენის ცვალებადობას დროში, ისე პანქრონიისაგან, რომელიც აღიარებს ენის ზედროულ, უცვლელ ხასიათს. |
| − | – | + | |
| − | + | ||
| − | მისი ისტორიის კონკრეტული | + | |
| − | მონაკვეთი (მაგ. თანამედროვე | + | |
| − | ქართული ან XIX ს. ქართული). | + | |
| − | ამით | + | |
| − | დიაქრონიისაგან, | + | |
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | სინქრონიის (ისევე, როგორც დიაქრონიის) ცნება [[ენათმეცნიერება]]ში შემოტანილია ფ. დე სოსიურის | |
| − | შემოტანილია ფ. დე სოსიურის | + | მიერ. მასვე უკავშირდება შესაბამისად სინქრონიული და დიაქრონიული ლინგვისტიკების გარჩევის აუცილებლობა. |
| − | მიერ. მასვე უკავშირდება | + | |
| − | სინქრონიული | + | სინქრონიული ლინგვისტიკა, ფ. სოსიურის მიხედვით, ენობრივ მდგომარეობას განიხილავს როგორც ურთიერთდაკავშირებულ და ურთიერთგანპირობებულ ერთეულთა სისტემას, ღირებულებათა სისტემა სინქრონია, სინქრონიული ლინგვისტიკა ადგენს იმ წესების (საერთოდ იმ ფაქტორების) ერთობლიობას, რომლებიც დროის ნებისმიერ მონაკვეთში უზრუნველყოფენ ენის ფუნქციობას, ე. ი. მოლაპარაკე სუბიექტთა მიერ ენის პირდაპირი |
| − | ღირებულებათა | + | დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობას. |
| − | ადგენს იმ წესების (საერთოდ იმ | + | |
| − | ფაქტორების) ერთობლიობას, | + | |
| − | ფუნქციობას, ე. ი. მოლაპარაკე | + | |
| − | დანიშნულებით გამოყენების | + | |
| − | ენის, როგორც ღირებულებათა | + | ენის, როგორც ღირებულებათა სისტემის, გაგება გულისხმობს სინქრონიისა და დიაქრონიის გამიჯვნის |
| − | სისტემის, გაგება გულისხმობს | + | აუცილებლობას: ენობრივი ღირებულება იქმნება მხოლოდ სინქრონიული მიმართებების საფუძველზე. ამიტომ ენის მდგომარეობა, რომელიც აღებულია დროის ამა თუ იმ მომენტისათვის, არ განიხილება წინა მდგომარეობასთან (საერთოდ ენის ცვალებადობასთან) კავშირში. მაგ., თანამედროვე ქართულზე მოლაპარაკეს არ ჭირდება იმის ცოდნა, თუ საიდან მომდინარეობს მოთხრობითი ბრუნვის ნიშანი -მა. კომუნიკაციისათვის საკმარისია მან იცოდეს -მა და -მ [[ალომორფი|ალომორფების]] განაწილება. |
| − | აუცილებლობას: ენობრივი | + | |
| − | იმ მომენტისათვის, არ განიხილება | + | |
| − | წინა მდგომარეობასთან ( | + | |
| − | კავშირში. მაგ., თანამედროვე | + | |
| − | ქართულზე მოლაპარაკეს არ | + | |
| − | -მა. კომუნიკაციისათვის | + | |
| − | მაგრამ | + | მაგრამ სინქრონიისა და დიაქრონიის გამიჯვნა არ ნიშნავს მათ შორის ურთიერთკავშირის უარყოფას. სინქრონიული სისტემა არ არის უძრავი და აბსოლუტურად მყარი. პირველ ყოვლისა, მასში შემოდის რა (მეტყველების გზით) დიაქრონიული ფაქტი, იგი იწვევს მიმართებების გადანაწილებას, რასაც თან ახლავს ღირებულებათა სისტემის, ე. ი. ენის მდგომარეობის შეცვლა. ენის ისტორია წარმოგვიდგება როგორც სინქრონიულ მდგომარეობათა მონაცვლეობა. თავის მხრივ, სინქრონიული მდგომარეობების ცოდნა აუცილებელია |
| − | გამიჯვნა არ ნიშნავს მათ შორის | + | დიაქრონიული ცვლილებების დასადგენად. ლოგიკურად სინქრონიული კვლევა წინ უნდა უსწრებდეს დიაქრონიულს; სინქრონიული ლინგვისტიკა ქმნის საფუძველს დიაქრონიული ლინგვისტიკისათვის. ამასთანავე, სინქრონიულ სისტემაში მაინც აისახება ენაში მუდმივად არსებული მოვლენები, როგორიცაა ენის ყოველი |
| − | ურთიერთკავშირის უარყოფას. | + | მომენტისათვის [[არქაიზმი|არქაიზმებისა]] და ნეოლოგიზმების [[დიალექტიზმი|დიალექტიზმების]]. ასევე თაობათა შორის განსხვავებული ენობრივი უზუსების არსებობა და მისთ., რომლებიც (ძირითადად განსხვავებული სტილური სტატუსით) თავისუფლად თავსდება მოქმედ ენობრივ სისტემაში. |
| − | + | ||
| − | უძრავი და აბსოლუტურად მყარი. | + | |
| − | პირველ ყოვლისა, მასში | + | |
| − | რა (მეტყველების | + | |
| − | თან ახლავს ღირებულებათა | + | |
| − | + | ||
| − | მდგომარეობათა | + | |
| − | თავის | + | |
| − | დიაქრონიული ცვლილებების | + | |
| − | ენაში მუდმივად არსებული | + | |
| − | მომენტისათვის | + | |
| − | + | ||
| − | + | ||
| − | არსებობა და მისთ., | + | |
| − | სტატუსით) თავისუფლად | + | |
| − | ''ი. | + | ''ი. ქობალავა'' |
| − | == | + | ==ლიტერატურა== |
* შარაძენიძე თ. აღწერითი (სინქრონიული) და ისტორიული (დიაქრონიული) ენათმეცნიერების ურთიერთმიმართების ზოგიერთი საკითხი თანამედროვე ენათმეცნიერებაში. – იკე. XI. თბ- 1959 | * შარაძენიძე თ. აღწერითი (სინქრონიული) და ისტორიული (დიაქრონიული) ენათმეცნიერების ურთიერთმიმართების ზოგიერთი საკითხი თანამედროვე ენათმეცნიერებაში. – იკე. XI. თბ- 1959 | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]] | [[ქართული ენა: ენციკლოპედია]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ენათმეცნიერება]] |
მიმდინარე ცვლილება 00:31, 21 თებერვალი 2024 მდგომარეობით
სინქრონია – (< ბერძნ. synchronos – ერთდროული; syn–თან, chronos-დრო), ენის მდგომარეობა მისი ისტორიის კონკრეტული მომენტისათვის, იქნება ეს ახლანდელი თუ წარსულის რომელიმე მონაკვეთი (მაგ. თანამედროვე ქართული ან XIX ს. ქართული). ამით სინქრონია განსხვავდება როგორც დიაქრონიისაგან, რომელიც გულისხმობს ენის ცვალებადობას დროში, ისე პანქრონიისაგან, რომელიც აღიარებს ენის ზედროულ, უცვლელ ხასიათს.
სინქრონიის (ისევე, როგორც დიაქრონიის) ცნება ენათმეცნიერებაში შემოტანილია ფ. დე სოსიურის მიერ. მასვე უკავშირდება შესაბამისად სინქრონიული და დიაქრონიული ლინგვისტიკების გარჩევის აუცილებლობა.
სინქრონიული ლინგვისტიკა, ფ. სოსიურის მიხედვით, ენობრივ მდგომარეობას განიხილავს როგორც ურთიერთდაკავშირებულ და ურთიერთგანპირობებულ ერთეულთა სისტემას, ღირებულებათა სისტემა სინქრონია, სინქრონიული ლინგვისტიკა ადგენს იმ წესების (საერთოდ იმ ფაქტორების) ერთობლიობას, რომლებიც დროის ნებისმიერ მონაკვეთში უზრუნველყოფენ ენის ფუნქციობას, ე. ი. მოლაპარაკე სუბიექტთა მიერ ენის პირდაპირი დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობას.
ენის, როგორც ღირებულებათა სისტემის, გაგება გულისხმობს სინქრონიისა და დიაქრონიის გამიჯვნის აუცილებლობას: ენობრივი ღირებულება იქმნება მხოლოდ სინქრონიული მიმართებების საფუძველზე. ამიტომ ენის მდგომარეობა, რომელიც აღებულია დროის ამა თუ იმ მომენტისათვის, არ განიხილება წინა მდგომარეობასთან (საერთოდ ენის ცვალებადობასთან) კავშირში. მაგ., თანამედროვე ქართულზე მოლაპარაკეს არ ჭირდება იმის ცოდნა, თუ საიდან მომდინარეობს მოთხრობითი ბრუნვის ნიშანი -მა. კომუნიკაციისათვის საკმარისია მან იცოდეს -მა და -მ ალომორფების განაწილება.
მაგრამ სინქრონიისა და დიაქრონიის გამიჯვნა არ ნიშნავს მათ შორის ურთიერთკავშირის უარყოფას. სინქრონიული სისტემა არ არის უძრავი და აბსოლუტურად მყარი. პირველ ყოვლისა, მასში შემოდის რა (მეტყველების გზით) დიაქრონიული ფაქტი, იგი იწვევს მიმართებების გადანაწილებას, რასაც თან ახლავს ღირებულებათა სისტემის, ე. ი. ენის მდგომარეობის შეცვლა. ენის ისტორია წარმოგვიდგება როგორც სინქრონიულ მდგომარეობათა მონაცვლეობა. თავის მხრივ, სინქრონიული მდგომარეობების ცოდნა აუცილებელია დიაქრონიული ცვლილებების დასადგენად. ლოგიკურად სინქრონიული კვლევა წინ უნდა უსწრებდეს დიაქრონიულს; სინქრონიული ლინგვისტიკა ქმნის საფუძველს დიაქრონიული ლინგვისტიკისათვის. ამასთანავე, სინქრონიულ სისტემაში მაინც აისახება ენაში მუდმივად არსებული მოვლენები, როგორიცაა ენის ყოველი მომენტისათვის არქაიზმებისა და ნეოლოგიზმების დიალექტიზმების. ასევე თაობათა შორის განსხვავებული ენობრივი უზუსების არსებობა და მისთ., რომლებიც (ძირითადად განსხვავებული სტილური სტატუსით) თავისუფლად თავსდება მოქმედ ენობრივ სისტემაში.
ი. ქობალავა
[რედაქტირება] ლიტერატურა
- შარაძენიძე თ. აღწერითი (სინქრონიული) და ისტორიული (დიაქრონიული) ენათმეცნიერების ურთიერთმიმართების ზოგიერთი საკითხი თანამედროვე ენათმეცნიერებაში. – იკე. XI. თბ- 1959