სონორები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''სონორები''' – თანხმოვნები, რომლებიც ხმოვანთა მსგავსად ყალ...) |
17:02, 21 თებერვალი 2024-ის ვერსია
სონორები – თანხმოვნები, რომლებიც ხმოვანთა მსგავსად ყალიბდებიან მხოლოდ სახმო სიმებში წარმოქმნილი ბგერის გარდაქმნით ხორხის, ხახის, პირისა და ცხვირის რეზონატორებში, რის გამო მათ რეზონანტებსაც უწოდებენ. ჩქამიერი თანხმოვნებისაგან განსხვავებით, რეზონატორებში ჰაერის ხახუნის ხმაურს (ჩქამის) მათთვის მნიშვნელობა არა აქვს და ისინი არც მჟღერობა-სიყრუით განირჩევიან. ამიტომ მათი დისტრიბუცია არასონორ თანხმოვნებთან შედარებით თავისუფალია – სონორთა კომბინაციები არასონორებთან თითქმის შეუზღუდველია. ქართულში სონორებია: რ ლ მ ნ; ფუნქციურად მათ რიგში დგება აგრეთვე ვ.
ზ. ჯაფარიძე