დედეკინდის აქსიომა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''დედეკინდის აქსიომა''' – (ჩამოაყალიბა რ. დედეკინდმა, 1872 წ.). [[უწყ...) |
03:38, 24 თებერვალი 2024-ის ვერსია
დედეკინდის აქსიომა – (ჩამოაყალიბა რ. დედეკინდმა, 1872 წ.). უწყვეტობის ერთ-ერთი აქსიომა, რომლის თანახმად: თუ წრფის ყველა წერტილი ორ არაცარიელ კლასად ისეა გაყოფილი, რომ პირველი კლასის ყოველი წერტილი განლაგებულია მეორე კლასის ყველა წერტილის მარცხნივ, მაშინ ან პირველ კლასში არსებობს ყველაზე მარჯვენა წერტილი, ან მეორე კლასში – ყველაზე მარცხენა წერტილი.