უ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: უნი '''უ''' – ქართული ანბანის მეოცე (ძველი ქართულ...) |
23:49, 25 თებერვალი 2024-ის ვერსია
უ – ქართული ანბანის მეოცე (ძველი ქართული ანბანის ოცდამესამე) ასო. მისი სახელია „უნი“; გრაფიკული სიმბოლო უკანა რიგის მაღალი აწეულობის ლაბიალისებული ხმოვნისა. უ ასომთაერულში ორი გრაფიკული ნიშნის – ო-სა და ჳ-ს შეერთებითაა მიღებული. ნუსხურში მათი გამოსახულებანი რკალურ ფორმებზე გადასვლის შედეგად შერწყმულია. ⴓ ნუსხურში მარჯვენივაა გადახრილი. მხედრულში უ მომრგეალებულია. ნუსხურსა და მხედრულში ქვედა სამ ხაზში იწერება.
ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ოთხასს (400).