მეტონიმია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''მეტონიმია''' – (ბერძნ. metonymia, სიტყვასიტყვ. – გადარქმევა) – მოვლენის, ცნების ან საგნის ერთი სახელწოდების მეორით შეცვლა მათი მომიჯნავეობის შემწეობით. [[მეტაფორა|მეტაფორის]] მსგავსად, მეტონიმიასაც აქვს საგნობრივი ფუნქციების თავისებური გაორების უნარი, შეუძლია მიანიჭოს მათ გადატანითი მნიშვნელობა. მაგრამ მეტაფორისგან განსხვავებით, იგი ემყარება ნამდვილ და არა წარმოსახვით რეალობას. მაგალითად: „თეატრი მართავს გასტროლებს“. მეტონიმიის გამოყენებით აქ გამოტოვებულია სიტყვა „დასი“. „გავეცანი შექსპირს“ გამოტოვებულია სიტყვა „შემოქმედება“ და ა.შ.

'''მეტონიმია''' – (ბერძნ. metonymia, სიტყვასიტყვ. – გადარქმევა) – [[ტროპი]]ს სახე, რომელიც გულისხმობს სახელწოდების რეგულარულ ან ოკაზიონალურ გადატანას ერთი ობიექტიდან სხვა, მასთან ფიზიკური სიახლოვის (მეზობლობის) ან რაიმე სახის ასოციაციებით დაკავშირებულ ობიექტზე. მეტონიმიას ზოგჯერ განიხილავენ

როგორც ლოგიკური კატეგორიის შეცვლას, სადაც ერთმანეთს ენაცელება გარეგანი სახე და რეალობა. მეტაფორისაგან განსხვავებით, რომლის საფუძველიც ობიექტებს შორის მსგაესებაა, მიის საფუძველი შეიძლება

იყოს საგნებს, მოვლენებს, პროცესებს და ა. შ. შორის არსებული სივრცითი, დროული, სიტუაციური, ცნებითი, სინტაგმატური, სემანტიკური, ლოგიკური და მისთ. მიმართებები. ხშირად მეტონიმია ჩნდება წინადადებიდან სიტყვის ამოვარდნის შედეგად. მჭიდრო სემანტიკური კონტაქტის გამო [[სინტაგმა|სინტაგმის]] დარჩენილი წევრი თავის თავში მოიცავს და გულისხმობს ამოვარდნილი სიტყვის მნიშვნელობას.

მეტონიმიის დროს, [[სინეკდოქე|სინეკდოქისაგან]] განსხვავებით ობიექტები შეიძლება განვიხილოთ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, როგორც სხვადასხვა კლასის წევრები, რომელთა მიმართ მეტონიმია მაიდენტიფიცირებელი ფუნქციით გვევლინება. მეტონიმია გვაქვს, როდესაც ენაცელება:

ა) მიზეზი – შედეგს, ან პირიქით („მის სახეზე გრძნობები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ“. გრძნობები მიზეზია, რომელიც იწვეეს სახისგამომეტყველების შეცვლას);

ბ) მთელი – ნაწილს („ეზოში ვაშლი დგას“. იგულისხმება ვაშლის ხე);

გ) მოქმედება – შედეგს („ავტობუსის გაჩერება“. იგულისხმება ადგილი, სადაც ავტობუსი ჩერდება);

დ) ადგილი – იქ მყოფ ხალხს, დაწესებულებას („პენტაგონი“ – შენობის სახელწოდება გამოყენებულია იმ უწყების აღსანიშნავად, რომელიც მასშია განთავსებული. მაგ. „პენტაგონის გეგმები“);

ე) ავტორის სახელი – მის ნაწარმოებს, ან პირიქით („ვკითხულობ გალაკტიონს“, ე. ი. გალაკტიონის ნაწარმოებებს);

ე) მეცნიერების დარგი – მისი შესწავლის საგანს (შდრ. ფონეტიკა – მეცნიერება ბგერების შესახებ და ფონეტიკა – ენის ბგერითი მხარე);

ს) აბსტრაქტული– კონკრეტულს, ან პირიქით („ლუარსაბი ახლაც ცოცხალია“ – იგულისხმება ის ზოგადი მოვლენა, რომელსაც ლუარსაბ თათქარიძე განასახიერებს);

თ) სიმბოლო – საგანს, რომლის სიმბოლოცაა („ყიზილბაში“ – თურქ. „წითელთავიანი“, წითელი თავსაბურაეის გამო შეერქეათ სპარსელ დამჰყრობლებს: „ჭერახივით ეყარა ჩახოცილი ყიზილბაში“, [[ბარნოვი ვასილ|ვ. ბარნოვი]]) და ა. შ.

მეტონიმია ჩვეულებრივ, მეტყველების ფაქტია და, როგორც სიტუაციური მოელენა, [[ლექსიკონი|ლექსიკონში]] არ აისახება, მაგრამ, თუ მეტონიმიური ჩანაცელება რეგულარულია და მას შედეგად მოჰყვება ჩამნაცვლებელი ფუძის პოლისემიურობა ან მისი მნიშენელობის მთლიანად შეცვლა, იგი ხდება ენის ფაქტი. მაგ., ფრანგ. „ბიურო“ თავდაპირგველად ნიშნაედა საწერ მაგიდაზე გადასაფარებელ ნაჭერს, შემდეგ – თვით მაგიდას, ბოლოს კი სააგენტოს: ასევე, ძველ ქართულში „ცხედარი“ ნიშნავდა საწოლს, ახლა კი გამოიყენება „მიცვალე-ბულის“ მნიშვნელობით (ე. ი. აღნიშნავს იმას, ვინც საწოლზე ასვენია).

''ც. ბარბაქაძე''

==წყარო==

==წყარო==
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]

[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
[[კატეგორია:ლიტერატურული ტერმინები]]

[[კატეგორია:ენათლეცნიერება]]

[[კატეგორია:მეტონიმია]]

[[კატეგორია:მეტონიმია]]

[[კატეგორია:ტროპი]]

[[კატეგორია:ტროპი]]

11:58, 26 თებერვალი 2024-ის ვერსია

მეტონიმია – (ბერძნ. metonymia, სიტყვასიტყვ. – გადარქმევა) – ტროპის სახე, რომელიც გულისხმობს სახელწოდების რეგულარულ ან ოკაზიონალურ გადატანას ერთი ობიექტიდან სხვა, მასთან ფიზიკური სიახლოვის (მეზობლობის) ან რაიმე სახის ასოციაციებით დაკავშირებულ ობიექტზე. მეტონიმიას ზოგჯერ განიხილავენ როგორც ლოგიკური კატეგორიის შეცვლას, სადაც ერთმანეთს ენაცელება გარეგანი სახე და რეალობა. მეტაფორისაგან განსხვავებით, რომლის საფუძველიც ობიექტებს შორის მსგაესებაა, მიის საფუძველი შეიძლება იყოს საგნებს, მოვლენებს, პროცესებს და ა. შ. შორის არსებული სივრცითი, დროული, სიტუაციური, ცნებითი, სინტაგმატური, სემანტიკური, ლოგიკური და მისთ. მიმართებები. ხშირად მეტონიმია ჩნდება წინადადებიდან სიტყვის ამოვარდნის შედეგად. მჭიდრო სემანტიკური კონტაქტის გამო სინტაგმის დარჩენილი წევრი თავის თავში მოიცავს და გულისხმობს ამოვარდნილი სიტყვის მნიშვნელობას.

მეტონიმიის დროს, სინეკდოქისაგან განსხვავებით ობიექტები შეიძლება განვიხილოთ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, როგორც სხვადასხვა კლასის წევრები, რომელთა მიმართ მეტონიმია მაიდენტიფიცირებელი ფუნქციით გვევლინება. მეტონიმია გვაქვს, როდესაც ენაცელება:
ა) მიზეზი – შედეგს, ან პირიქით („მის სახეზე გრძნობები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ“. გრძნობები მიზეზია, რომელიც იწვეეს სახისგამომეტყველების შეცვლას); ბ) მთელი – ნაწილს („ეზოში ვაშლი დგას“. იგულისხმება ვაშლის ხე);
გ) მოქმედება – შედეგს („ავტობუსის გაჩერება“. იგულისხმება ადგილი, სადაც ავტობუსი ჩერდება);
დ) ადგილი – იქ მყოფ ხალხს, დაწესებულებას („პენტაგონი“ – შენობის სახელწოდება გამოყენებულია იმ უწყების აღსანიშნავად, რომელიც მასშია განთავსებული. მაგ. „პენტაგონის გეგმები“);
ე) ავტორის სახელი – მის ნაწარმოებს, ან პირიქით („ვკითხულობ გალაკტიონს“, ე. ი. გალაკტიონის ნაწარმოებებს);
ე) მეცნიერების დარგი – მისი შესწავლის საგანს (შდრ. ფონეტიკა – მეცნიერება ბგერების შესახებ და ფონეტიკა – ენის ბგერითი მხარე); ს) აბსტრაქტული– კონკრეტულს, ან პირიქით („ლუარსაბი ახლაც ცოცხალია“ – იგულისხმება ის ზოგადი მოვლენა, რომელსაც ლუარსაბ თათქარიძე განასახიერებს);
თ) სიმბოლო – საგანს, რომლის სიმბოლოცაა („ყიზილბაში“ – თურქ. „წითელთავიანი“, წითელი თავსაბურაეის გამო შეერქეათ სპარსელ დამჰყრობლებს: „ჭერახივით ეყარა ჩახოცილი ყიზილბაში“, ვ. ბარნოვი) და ა. შ.

მეტონიმია ჩვეულებრივ, მეტყველების ფაქტია და, როგორც სიტუაციური მოელენა, ლექსიკონში არ აისახება, მაგრამ, თუ მეტონიმიური ჩანაცელება რეგულარულია და მას შედეგად მოჰყვება ჩამნაცვლებელი ფუძის პოლისემიურობა ან მისი მნიშენელობის მთლიანად შეცვლა, იგი ხდება ენის ფაქტი. მაგ., ფრანგ. „ბიურო“ თავდაპირგველად ნიშნაედა საწერ მაგიდაზე გადასაფარებელ ნაჭერს, შემდეგ – თვით მაგიდას, ბოლოს კი სააგენტოს: ასევე, ძველ ქართულში „ცხედარი“ ნიშნავდა საწოლს, ახლა კი გამოიყენება „მიცვალე-ბულის“ მნიშვნელობით (ე. ი. აღნიშნავს იმას, ვინც საწოლზე ასვენია).

ც. ბარბაქაძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები