მორფონოლოგია
(ახალი გვერდი: '''მორფონოლოგია''' – (ბერძ. morfhe – სახეობა, ფორმა, phone – ბგერა და logos –...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''მორფონოლოგია''' – (ბერძ. morfhe – სახეობა, ფორმა, phone – [[ბგერა]] და logos – [[სიტყვა]], მოძღვრება), | '''მორფონოლოგია''' – (ბერძ. morfhe – სახეობა, ფორმა, phone – [[ბგერა]] და logos – [[სიტყვა]], მოძღვრება), | ||
| − | მორფოფონოლოგია,მორფოფონემიკა, ფონომორფოლოგია, [[ენათმეცნიერება|ენათმეცნიერების]] დარგი, რომელიც შეისწავლის [[ენა (მეტყველება)|ენის]] ფონოლოგიურ (ფონემურ, პროსოდიულ) საშუალებათა მორფოლოგიურ გამოყენებას, მორფონოლოგია იკვლევს მნიშვნელობის მქონე ერთეულების (სხვადასხვა ტიპის [[მორფემა|მორფემების]], სიტყვების) ფონემურ აგებულებას: ცვლილებებს, რომლებიც მოსალოდნელია მორფემათა ფონემურ აგებულებაში ამ მორფემათა სიტყვებად გაერთიანების დროს (მაგ. [[აფიქსი]]ს გავლენით ძირის ცვლილებებს, შდრ. მგელ – მგლ: მგელი – მგლური, ან, პირიქით, ძირის გავლენით გამოწვეულ ცვლილებებს აფიქსებში, შდრ. III პირის ობიექტ. ნიშნები ქართულში: ჰ-კლავს, ს-წიწკნის); სიტყვებში მორფემათა განაწილებას მათი ფონემური სტრუქტურის მიხედვით (მაგ., ქართულში ბოლოთანხმოვნიან სახელებთან მოთხრობითი ბრუნვის ნიშნად -მა ფორმანტი გვხედება, ბოლოხმოვნიანებთან კი – -მ. შდრ. კაც-მა, დედა-მ); მორფოლ. ცვლილებების გამომხატველ ფონოლოგიურ მონაცვლეობებს: [[აბლაუტი|აბლაუტს]], უმლაუტს და სხვ. | + | მორფოფონოლოგია,მორფოფონემიკა, ფონომორფოლოგია, [[ენათმეცნიერება|ენათმეცნიერების]] დარგი, რომელიც შეისწავლის [[ენა (მეტყველება)|ენის]] ფონოლოგიურ (ფონემურ, პროსოდიულ) საშუალებათა მორფოლოგიურ გამოყენებას, მორფონოლოგია იკვლევს მნიშვნელობის მქონე ერთეულების (სხვადასხვა ტიპის [[მორფემა|მორფემების]], სიტყვების) ფონემურ აგებულებას: ცვლილებებს, რომლებიც მოსალოდნელია მორფემათა ფონემურ აგებულებაში ამ მორფემათა სიტყვებად გაერთიანების დროს (მაგ. [[აფიქსი]]ს გავლენით ძირის ცვლილებებს, შდრ. მგელ – მგლ: მგელი – მგლური, ან, პირიქით, ძირის გავლენით გამოწვეულ ცვლილებებს აფიქსებში, შდრ. III პირის ობიექტ. ნიშნები ქართულში: ჰ-კლავს, ს-წიწკნის); სიტყვებში მორფემათა განაწილებას მათი ფონემური სტრუქტურის მიხედვით (მაგ., ქართულში ბოლოთანხმოვნიან სახელებთან მოთხრობითი ბრუნვის ნიშნად -მა [[ფორმანტი]] გვხედება, ბოლოხმოვნიანებთან კი – -მ. შდრ. კაც-მა, დედა-მ); მორფოლ. ცვლილებების გამომხატველ ფონოლოგიურ მონაცვლეობებს: [[აბლაუტი|აბლაუტს]], უმლაუტს და სხვ. |
მორფონოლოგიის ერთეულია მორფონემა. ენათმეცნიერებაში ცნობილია მორფონემის განსხვავებული დეფინიციები. ამჟამად ფართოდ გავრცელებული დეფინიციის მიხედვით, მორფონემა გაგებულია იმ ფონემათა კლასად, რომლებიც განსხვავებული ფონოლოგიური პირობების შესაბამისად ერთსა და იმავე მორფემის ფარგლებში ერთმანეთს ენაცვლებიან (ქართულ სიტყვებში ავათ < ავად – ავადაა | მორფონოლოგიის ერთეულია მორფონემა. ენათმეცნიერებაში ცნობილია მორფონემის განსხვავებული დეფინიციები. ამჟამად ფართოდ გავრცელებული დეფინიციის მიხედვით, მორფონემა გაგებულია იმ ფონემათა კლასად, რომლებიც განსხვავებული ფონოლოგიური პირობების შესაბამისად ერთსა და იმავე მორფემის ფარგლებში ერთმანეთს ენაცვლებიან (ქართულ სიტყვებში ავათ < ავად – ავადაა | ||
მიმდინარე ცვლილება 17:04, 29 თებერვალი 2024 მდგომარეობით
მორფონოლოგია – (ბერძ. morfhe – სახეობა, ფორმა, phone – ბგერა და logos – სიტყვა, მოძღვრება), მორფოფონოლოგია,მორფოფონემიკა, ფონომორფოლოგია, ენათმეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის ენის ფონოლოგიურ (ფონემურ, პროსოდიულ) საშუალებათა მორფოლოგიურ გამოყენებას, მორფონოლოგია იკვლევს მნიშვნელობის მქონე ერთეულების (სხვადასხვა ტიპის მორფემების, სიტყვების) ფონემურ აგებულებას: ცვლილებებს, რომლებიც მოსალოდნელია მორფემათა ფონემურ აგებულებაში ამ მორფემათა სიტყვებად გაერთიანების დროს (მაგ. აფიქსის გავლენით ძირის ცვლილებებს, შდრ. მგელ – მგლ: მგელი – მგლური, ან, პირიქით, ძირის გავლენით გამოწვეულ ცვლილებებს აფიქსებში, შდრ. III პირის ობიექტ. ნიშნები ქართულში: ჰ-კლავს, ს-წიწკნის); სიტყვებში მორფემათა განაწილებას მათი ფონემური სტრუქტურის მიხედვით (მაგ., ქართულში ბოლოთანხმოვნიან სახელებთან მოთხრობითი ბრუნვის ნიშნად -მა ფორმანტი გვხედება, ბოლოხმოვნიანებთან კი – -მ. შდრ. კაც-მა, დედა-მ); მორფოლ. ცვლილებების გამომხატველ ფონოლოგიურ მონაცვლეობებს: აბლაუტს, უმლაუტს და სხვ.
მორფონოლოგიის ერთეულია მორფონემა. ენათმეცნიერებაში ცნობილია მორფონემის განსხვავებული დეფინიციები. ამჟამად ფართოდ გავრცელებული დეფინიციის მიხედვით, მორფონემა გაგებულია იმ ფონემათა კლასად, რომლებიც განსხვავებული ფონოლოგიური პირობების შესაბამისად ერთსა და იმავე მორფემის ფარგლებში ერთმანეთს ენაცვლებიან (ქართულ სიტყვებში ავათ < ავად – ავადაა გვაქეს დ/თ მორფონემა). მორფონოლოგია, როგორც ენათმეცნიერების დამოუკიდებელი დარგი, დაამკვიდრა ნ. ტრუბეცკოიმ XX ს. 20-30-იანი წლების მიჯნაზე.