ფრაზეოლოგიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ფრაზეოლოგიზმი''' – იდიომი, განუყოფელი ლექსიკური ერთეული, რ...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ფრაზეოლოგიზმი''' – [[იდიომი]], განუყოფელი ლექსიკური ერთეული, რომელიც ფორმით ჩვეულებრივ შესიტყვებას ემთხვევა, მნიშვნელობით კი – [[სიტყვა]]ს. ფრაზეოლოგიზმის ცალკეულ კომპონენტებს, რომლებიც ფორმით სიტყვებს ემთხვევიან, დამოუკიდებლად არა აქვთ მნიშვნელობა, მნიშნნელობის მატარებელია მთელი გამოთქმა ერთად აღებული, მაგ. გული მოუვიდა – „გაბრასდა“, თვალს წყალი დაალევინა – „გაერთო“, კუდით ქვა ასროლინა – „დაამარცხა“, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა – „მარცხი განიცადა”, პილატეს ცრემლები – „არაყი“, ჯოჯოხეთის მაშხალა – „უშნო, მახინჯი“, კალმით ნახატი – „ლამაზი, მშვენიერი“ და სხვა. ამიტომ პრინციპულად მისაღებია ასეთი განსასღვრაც: ფრაზეოლოგიზმი (იდიომი) არის შესიტყვების ფორმის მქონე დაუშლელი ლექსიკური ერთეული, რომლის მნიშვნელობა არ გამომდინარეობს კომპონენტების მნიშვნელობათა ჯამიდან. სამაგიეროდ, ლიტერატურაში (განსაკუთრებით ლექსიკონებში) ფართოდ გავრცელებული განსაზღვრა –
+
'''ფრაზეოლოგიზმი''' – [[იდიომი]], განუყოფელი ლექსიკური ერთეული, რომელიც ფორმით ჩვეულებრივ შესიტყვებას ემთხვევა, მნიშვნელობით კი – [[სიტყვა]]ს. ფრაზეოლოგიზმის ცალკეულ კომპონენტებს, რომლებიც ფორმით სიტყვებს ემთხვევიან, დამოუკიდებლად არა აქვთ მნიშვნელობა, მნიშვნელობის მატარებელია მთელი გამოთქმა ერთად აღებული, მაგ. გული მოუვიდა – „გაბრაზდა“, თვალს წყალი დაალევინა – „გაერთო“, კუდით ქვა ასროლინა – „დაამარცხა“, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა – „მარცხი განიცადა”, პილატეს ცრემლები – „არაყი“, ჯოჯოხეთის მაშხალა – „უშნო, მახინჯი“, კალმით ნახატი – „ლამაზი, მშვენიერი“ და სხვა. ამიტომ პრინციპულად მისაღებია ასეთი განსაზღვრაც: ფრაზეოლოგიზმი (იდიომი) არის შესიტყვების ფორმის მქონე დაუშლელი ლექსიკური ერთეული, რომლის მნიშვნელობა არ გამომდინარეობს კომპონენტების მნიშვნელობათა ჯამიდან. სამაგიეროდ, ლიტერატურაში (განსაკუთრებით ლექსიკონებში) ფართოდ გავრცელებული განსაზღვრა – იდიომი (ფრაზეოლოგიზმი არის ისეთი გამოთქმა, რომელიც სხვა ენაზე სიტყვასიტყვით არ ითარგმნება – მიუღებელია, რადგანაც ზოგი იდიომი ერთი ენიდან მეორეზე სიტყვასიტყვით ითარგმნება. ამავე დროს, გამოთქმა, რომელიც არ ითარგმნება ერთ რომელიმე ენაზე, ხშირად ითარგმნება მეორეზე და ა. შ.  
იდიომი (ფრაზეოლოგიზმი არის ისეთი გამოთქმა, რომელიც სხვა ენაზე სიტყვასიტყვით არ ითარგმნება – მიუღებელია, რადგანაც ზოგი იდიომი ერთი ენიდან მეორეზე სიტყვასიტყვით ითარგმნება. ამავე დროს, გამოთქმა, რომელიც არ ითარგმნება ერთ რომელიმე ენაზე, ხშირად ითარგმნება მეორეზე და ა. შ.  
+
  
 
''ა. ონიანი''
 
''ა. ონიანი''

მიმდინარე ცვლილება 13:19, 1 მარტი 2024 მდგომარეობით

ფრაზეოლოგიზმიიდიომი, განუყოფელი ლექსიკური ერთეული, რომელიც ფორმით ჩვეულებრივ შესიტყვებას ემთხვევა, მნიშვნელობით კი – სიტყვას. ფრაზეოლოგიზმის ცალკეულ კომპონენტებს, რომლებიც ფორმით სიტყვებს ემთხვევიან, დამოუკიდებლად არა აქვთ მნიშვნელობა, მნიშვნელობის მატარებელია მთელი გამოთქმა ერთად აღებული, მაგ. გული მოუვიდა – „გაბრაზდა“, თვალს წყალი დაალევინა – „გაერთო“, კუდით ქვა ასროლინა – „დაამარცხა“, კოვზი ნაცარში ჩაუვარდა – „მარცხი განიცადა”, პილატეს ცრემლები – „არაყი“, ჯოჯოხეთის მაშხალა – „უშნო, მახინჯი“, კალმით ნახატი – „ლამაზი, მშვენიერი“ და სხვა. ამიტომ პრინციპულად მისაღებია ასეთი განსაზღვრაც: ფრაზეოლოგიზმი (იდიომი) არის შესიტყვების ფორმის მქონე დაუშლელი ლექსიკური ერთეული, რომლის მნიშვნელობა არ გამომდინარეობს კომპონენტების მნიშვნელობათა ჯამიდან. სამაგიეროდ, ლიტერატურაში (განსაკუთრებით ლექსიკონებში) ფართოდ გავრცელებული განსაზღვრა – იდიომი (ფრაზეოლოგიზმი არის ისეთი გამოთქმა, რომელიც სხვა ენაზე სიტყვასიტყვით არ ითარგმნება – მიუღებელია, რადგანაც ზოგი იდიომი ერთი ენიდან მეორეზე სიტყვასიტყვით ითარგმნება. ამავე დროს, გამოთქმა, რომელიც არ ითარგმნება ერთ რომელიმე ენაზე, ხშირად ითარგმნება მეორეზე და ა. შ.

ა. ონიანი


[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები