შანშოვანი ზურაბ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''შანშოვანი ზურაბ''' − XVIII ს. I ნახევრის გრამატიკოსი; ქართულად და...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შანშოვანი ზურაბ“ გადაიტანა გვერდზე „ზურაბ შანშოვანი“)

15:03, 13 მარტი 2024-ის ვერსია

შანშოვანი ზურაბ − XVIII ს. I ნახევრის გრამატიკოსი; ქართულად დაწერილი ქართული ენის ჰირველი გრამატიკის ავტორი. შანშოვანის „მოკლე ღრამმატიკა ქართულისა ენისა, ქმნული ზურაბ შანშოვანისაგან 1737 წელსა“ ა. ცაგარელმა გამოსცა 1881. ავტორის შესახებ ბიოგრაფიული ცნობები არ მოიპოვება. ცნობილია მხოლოდ, რომ ის თბილისელი სომეხი იყო და ვახტანგ VI-ის ამალასთან ერთად ემიგრაციაში იმყოფებოდა რუსეთში. გრამატიკა მას ვახტანგის დავალებით დაუწერია. იმის გამო, რომ შანშოვანი არ ყოფილა „ფრიად მცოდნე ქართველთა ენისა“, მას დახმარებას უწევდა ვახუშტი ბატონიშვილი. გრამატიკა დაუმთავრებელია (აკლია სინტაქსი), მაგრამ ბატონიშვილს მაინც საჭიროდ მიუჩნევია მისი გამოქვეყნება, რადგან „ამ წიგნს წერილ არს გზა ღრამატიკის უსრული“. გრამატიკა აღმოჩნდა შანშოვანის თარგმანების კრებულში, რომელიც ამჟამად დაკარგულად ითელება.

შანშოვანის გრამატიკა არ არის დამოუკიდებელი ნაშრომი. იგი ძირითადად თარგმანია სიმეონ ჯუღელის გრამატიკისა, რომელიც, თავის მხრივ, დიონისე თრაკიელის გრამატიკული ტრაქტატის სომხურ თარგმანსა და მის კომენტარებზეა დამყარებული. მაგრამ შანშოვანი ზოგჯერ მაინც ცდილობს ქართულის თავისებურებათა გათვალისწინებას.

შანშოვანის გრამატიკა ფილოლოგიური ხასიათისაა: განმარტებულია როგორც „ჴელოვნება რაჲმე ცნობისათვის წერილთა მეტყველებისათჳს“. გრამატიკა იყოფა: „სამოქმედო და საქმედ“. განხილულია: წიგნი (-ასო), მარცვალი, ლექსი (-სიტყვა), სიტყვა (-წიადადება). სიტყვის (მეტყეელების) ნაწილებია: სახელი, ზმნა, შეწყნარება (მიმღეობა), სახელდართული (ნაცვალსახელი), იოტი (ნაწევარი), ართრონი (თანდებული), სმართული (ზმნისართი), შემკურელი (კავშირი). მსჯელობა ძირითადად იმეორებს სომხურ გრამატიკას.

არჩ. ჩიქობავა
გ. ბურჭულაძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები