ძ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ქართული ასო „ძ“ '''ძ''' − ქართული ანბანის ოცდამე...) |
00:20, 18 მარტი 2024-ის ვერსია
ძ − ქართული ანბანის ოცდამერვე (ძვ. ქართული ანბანის ოცდამეთერთმეტე) ასო. მისი სახელია „ძილი“; გრაფიკული სიმბოლო წინაენისმიერი მჟღერი სისინა აფრიკატისა. ასომთავრულში იწერებოდა ⴛ. მისი მოხაზულობა ხაზისა და წრის კომბინაციაა, რომელიც მარჯვენა ჰორიზონტალის მეშვეობით კვადრატულ არეს იკავებს. ნუსხური Ⴛ მარჯვნივაა გადახრილი, მხედრულში ძ მომრგვალებული ფორმისაა. ნუსხურსა და მხედრულში ძ ზედა სამ ხაზში იწერება.
ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა სამ ათასს (3000).