ვაზიანი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ვაზიანი''' – ყოფილი ზემო ჯვარცმა – სოფელი საქართველოში, [[გ...) |
მიმდინარე ცვლილება 01:22, 21 მარტი 2024 მდგომარეობით
ვაზიანი – ყოფილი ზემო ჯვარცმა – სოფელი საქართველოში, გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.
ტოპონიმი შინაარსი დღესავით ნათელია: არსებით საზოგადო სახელ ვაზს დართვია მქონებლობის აღმნიშვნელი -იან სუფიქსი და იგი ისეთ საკუთარ სახელად უქცევია, რომელშიც გადმოცემულია ადგილმდებარეობის დახასიათება. ვაზ-იანი ნიშნავს: „ვაზით მდიდარი ადგილი“, „მინდვრები, სადაც ბევრი ვაზი დგას“, „ვენახებიანი ადგილი“.