ჯანაშია სიმონ
ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
ქართულ-ქართველურ ენათა გარდა, სიმონ ჯანაშია იკვლევდა მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა ისტორიის და სტრუქტურის საკითხებს. მის ერთ-ერთ პირველ გამოკელევას „კიდევ ერთი ნაშთი [[ხანმეტობა|ხანმეტობისა]] თანამეღროვე ქართულში“ (1923) მოჰყვა 180-ზე მეტი შრომა და მისივე რედაქციით გამოცემული 50-მდე ნაშრომი (მათ შორის [[აკაკი შანიძე|ა. შანიძის]], [[არნოლდ ჩიქობავა|არნ. ჩიქობავას]], [[გიორგი წერეთელი (აღმოსავლეთმცოდნე)|გ. წერეთლის]], [[პავლე ინგოროყვა|პ. ინგოროყვას]], მ. ხუბუას საენათმეცნიერო ნაშრომები).სიმონ ჯანაშიას რედაქციით გამოვიდა (1941) [[შოთა რუსთაველი]]ს „ვეფხისტყაოსნის“ დ. გულიასეული აფხაზური თარგმანი. მასვე ეკუთვნის (დ. გულიასთან თანაავტორობით) „ქართული ენა აფხასური სკოლებისათვის“ (3 გამოც. – 1938, 1939, 1944). | ქართულ-ქართველურ ენათა გარდა, სიმონ ჯანაშია იკვლევდა მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა ისტორიის და სტრუქტურის საკითხებს. მის ერთ-ერთ პირველ გამოკელევას „კიდევ ერთი ნაშთი [[ხანმეტობა|ხანმეტობისა]] თანამეღროვე ქართულში“ (1923) მოჰყვა 180-ზე მეტი შრომა და მისივე რედაქციით გამოცემული 50-მდე ნაშრომი (მათ შორის [[აკაკი შანიძე|ა. შანიძის]], [[არნოლდ ჩიქობავა|არნ. ჩიქობავას]], [[გიორგი წერეთელი (აღმოსავლეთმცოდნე)|გ. წერეთლის]], [[პავლე ინგოროყვა|პ. ინგოროყვას]], მ. ხუბუას საენათმეცნიერო ნაშრომები).სიმონ ჯანაშიას რედაქციით გამოვიდა (1941) [[შოთა რუსთაველი]]ს „ვეფხისტყაოსნის“ დ. გულიასეული აფხაზური თარგმანი. მასვე ეკუთვნის (დ. გულიასთან თანაავტორობით) „ქართული ენა აფხასური სკოლებისათვის“ (3 გამოც. – 1938, 1939, 1944). | ||
+ | |||
+ | სიმონ ჯანაშიას ქართულ და ქართველურ ენებისადმი მიძღვნილ ნაშრომთაგან აღსანიშნავია „მრავლობითი რიცხვის -თა, -თ სუფიქსის ეტიმოლოგიისათვის“; შრომაში „სვანურ-ადიღეური (ჩერქეზული) ენობრივი შეხვედრები“ (1942) ქართველურ და ადიღურ ენათა სხვადასხვა პარალელებია დაძებნილი; ნაშრომში, „ჩერქეზული (ადიღური) ელემენტი საქართველოს ტოპონიმიკაში“ (1940) გარკვეულია ზოგი ქართული [[ტოპონიმი]]ს ისტორია და სხვ. სიმონ ჯანაშიამ მნიშენელოვანი შრომები უძღვნა ქართული ისტორიულ-კულტურული ტემინების, [[გვარსახელი|გვარსახელთა]], გეოგრაფიულ თუ სატომო სახელთა გავრცელებას, წარმომავლობასა და [[ეტიმოლოგია|ეტიმოლოგიებს]]. ამ მხრიე გამოსარჩევია: „თაბალ-თუბალი-ტიბარენი, იბერი“ (1937), „ბარათაშვილთა გენეალოგიისათვის“ (1939), „ეგნატე ინგოროყვას გენეალოგიისათვის“ და სხვ. მან კრიტიკულად შეისწავლა და გამოსცა (1925) ძვველი ქართული [[ტექსტი]] „ცხორებაჲ საბა ასურისაჲ“. სიმონ ჯანაშიასვე ეკუთვნის გამოკვლევები „ვეფხისტყაოსნის“, გ. შარვაშიძის, ს.ვგორგაძის, მ. ჯანაშვილისა და სხვ. შესახებ. |
00:57, 27 მარტი 2024-ის ვერსია
სიმონ ჯანაშია – (დ. 13 (26) ივლისი 1900, სოფ. მაკვანეთი, ოზურგეთის რ-ნი, – გ. 15 იანვარი 1947, თბილისი, დაკრძალულია მთაწმინდაზე), ისტორიკოსი, ენათმეცნიერი ქართველურ და მთის იბერიულ- კავკასიურ ენათა სპეციალისტი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პირეელი შემადგენლობის აკადემიკოსი (1941), აკადემიის ვიცე-პრესიდენტი (1941–47), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (1942), ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი (1938), პროფესორი (1925), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1946).
1922 დაამთავრა თსუ სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი ორი განხრით: ისტორიულითა და ენათმეცნიერულით; ი. ჯავახიშვილის წარდგინე-ბით დატოვებულ იქნა საპროფესოროდ მოსამზადებლად. სიმონ ჯანაშია სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა თსუ-ში (1926-47); იყო საქართველოს ისტტორიის კათედრის გამგე (1935–46), ენიმკის (1936–41), ი. ჯავახიშეილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის (1941-47), ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი (1941-43). სამეცნიერო მომზადება გაიარა ი. ყიფშიძის, ა. შანიძის, გ. ახვლედიანისა და სხვ. ხელმძღვანელობით. 1923-იდან აქტიურად მონაწილეობდა საენათმეცნიერო საზოგადოების დაარსებასა და მუშაობაში; 1926-იდან მუშაობდა ტერმინოლოგიურ კომისიაში, სიმონ ჯანაშიას დაინტერესება ქართული სალიტერატურო ენის განვითარებისა და ნორმალიზაციის საკითხებით გამოიკვეთა ჯერ კიდევ მის სადიპლომო ენათმეცნიერულ ნაშრომში („შეთანხმებისა და მართვის წესები ქართლის მოქცევაში“). მის მიერ სხვადასხვა დროს (1932–36) შემუშავებულ ენობრივ ნორმათაგან სამი შესულია „თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმებშიI (1970). I946-47 სიმონ ჯანაშია იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისიის თავმჯდომარე: ეკუთვნის „თანამედროვე ქართული ენის სალიტერატურო ერთიანი სავალდღებულო ნორმების დადგენის პრინციპები“ (1946); იყო „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ კომისიის წევრი.
ქართულ-ქართველურ ენათა გარდა, სიმონ ჯანაშია იკვლევდა მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა ისტორიის და სტრუქტურის საკითხებს. მის ერთ-ერთ პირველ გამოკელევას „კიდევ ერთი ნაშთი ხანმეტობისა თანამეღროვე ქართულში“ (1923) მოჰყვა 180-ზე მეტი შრომა და მისივე რედაქციით გამოცემული 50-მდე ნაშრომი (მათ შორის ა. შანიძის, არნ. ჩიქობავას, გ. წერეთლის, პ. ინგოროყვას, მ. ხუბუას საენათმეცნიერო ნაშრომები).სიმონ ჯანაშიას რედაქციით გამოვიდა (1941) შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ დ. გულიასეული აფხაზური თარგმანი. მასვე ეკუთვნის (დ. გულიასთან თანაავტორობით) „ქართული ენა აფხასური სკოლებისათვის“ (3 გამოც. – 1938, 1939, 1944).
სიმონ ჯანაშიას ქართულ და ქართველურ ენებისადმი მიძღვნილ ნაშრომთაგან აღსანიშნავია „მრავლობითი რიცხვის -თა, -თ სუფიქსის ეტიმოლოგიისათვის“; შრომაში „სვანურ-ადიღეური (ჩერქეზული) ენობრივი შეხვედრები“ (1942) ქართველურ და ადიღურ ენათა სხვადასხვა პარალელებია დაძებნილი; ნაშრომში, „ჩერქეზული (ადიღური) ელემენტი საქართველოს ტოპონიმიკაში“ (1940) გარკვეულია ზოგი ქართული ტოპონიმის ისტორია და სხვ. სიმონ ჯანაშიამ მნიშენელოვანი შრომები უძღვნა ქართული ისტორიულ-კულტურული ტემინების, გვარსახელთა, გეოგრაფიულ თუ სატომო სახელთა გავრცელებას, წარმომავლობასა და ეტიმოლოგიებს. ამ მხრიე გამოსარჩევია: „თაბალ-თუბალი-ტიბარენი, იბერი“ (1937), „ბარათაშვილთა გენეალოგიისათვის“ (1939), „ეგნატე ინგოროყვას გენეალოგიისათვის“ და სხვ. მან კრიტიკულად შეისწავლა და გამოსცა (1925) ძვველი ქართული ტექსტი „ცხორებაჲ საბა ასურისაჲ“. სიმონ ჯანაშიასვე ეკუთვნის გამოკვლევები „ვეფხისტყაოსნის“, გ. შარვაშიძის, ს.ვგორგაძის, მ. ჯანაშვილისა და სხვ. შესახებ.