ბარათაშვილები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(ლიტერატურა)
 
ხაზი 11: ხაზი 11:
 
==ლიტერატურა ==
 
==ლიტერატურა ==
 
*ჯამბურია გ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1955;  
 
*ჯამბურია გ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1955;  
*ჯანაშია ს., ბარათაშვილთა გენეალოგიისათვის, შრომები, ტ. 2, თბ., 1952.
+
*[[ჯანაშია სიმონ|ჯანაშია ს]]., ბარათაშვილთა გენეალოგიისათვის, შრომები, ტ. 2, თბ., 1952.
 
+
  
 
==წყარო==
 
==წყარო==

მიმდინარე ცვლილება 12:19, 27 მარტი 2024 მდგომარეობით

ბარათაშვილები – თავადთა საგვარეულო ქართლის სამეფოში. გვარის ფუძემდებელი იყო ბარათა ქაჩიბაძე. მისი შთამომავლები XV საუკუნის ბოლოდან ბარათაშვილებად იწოდებიან. XV საუკუნეში შეიქმნა ბარათაშვილების სათავადო-საბარათიანო, რომელიც მოიცავდა ქციის, მაშავრისა და ალგეთის ხეობებს, მასში შემავალი ასობით სოფლითა და 3 ათასამდე კომლი ყმაგლეხით.

XVI საუკუნეში საბარათიანო უძლიერესი სათავადო იყო ქართლის სამეფოში და ბარათაშვილების საგვარეულოს წარმომადგენლები მეწინავე სადროშოს – სომხით-საბარათიანოს – სარდლები იყვნენ. ამავე დროს, სამეფო კარზე ეპყრათ მდივანბეგების, სახლთუხუცესების, მოლარეთუხუცესების, ბოქაულთუხუცესების თანამდებობები, დიდ როლს თამაშობდნენ ქართლის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ბარათაშვილების სათავადოს ტერიტორიაზე იყო მნიშვნელოვანი საეკლესიო ცენტრები – ფიტარეთი, გუდარეხი და დმანისის სიონი. ყველა ამ ეკლესია-მონასტერში, რომელთაც ბარათაშვილები დიდ ყმა-მამულს სწირავდნენ, მათ ჰქონდათ საგვარეულო საძვალე-სასაფლაოები. XV-XVIII სს. ბარათაშვილები დიდ შესაწირავს აძლევდნენ სვეტიცხოველს. მათი საგვარეულოს წევრები სხვადასხვა საუკუნეში ჩანან მაღალ საეკლესიო თანამდებობებზე. XVI საუკუნის 50-იან წლებში მღვდელმონაზონი ფილიპე ჩანს ქვათახევის წინამძღვრად (მის მიერაა დაწერილი „ქართლის საკათოლიკოსო მამულების სითარხნის გუჯარი“ 1559); XVII საუკუნეში ბარათაშვილების გვარის წარმომადგენლებს ვხვდებით ქართლის სამღვდელმთავრო კათედრებზე: 20-30-იან წლებში აბრაამი ბოლნელი ეპისკოპოსია, 50-70-იან წლებში ზაქარია ურბნელი ეპისკოპოსია, ხოლო 60-70-იან წლებში მანგლელის კათედრა უჭირავს არსენ ბარათაშვილს. 1723 წელს, 1725-1737 წლებში აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო მწერალი და კალიგრაფი ბესარიონი (ბარათაშვილ-ორბელაშვილი), რომლის კალამს ეკუთვნის პირველი ქართული ანტიკათოლიკური, პოლემიკური თხზულება „გრდემლი“ და რამდენიმე ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები.

XVI-XVII საუკუნეებში ბარათაშვილებს გამოეყვნენ და ცალკე საგვარეულოებად ჩამოყალიბდნენ გერმანოზიშვილები, აბაშიშვილები, ზურაბიშვილები, ყაფლანიშვილები, ფალავან-ხოსროშვილები, გოსტაშაბიშვილები, იარალიშვილები.

გ. ჯამბურია

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ჯამბურია გ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1955;
  • ჯანაშია ს., ბარათაშვილთა გენეალოგიისათვის, შრომები, ტ. 2, თბ., 1952.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები