მარადიდი
(ახალი გვერდი: '''მარადიდი''' − ცნობილი სოფელია აჭარაში ხელვაჩაურის მუნიცი...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | + | [[ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი]] | |
[[კატეგორია:საქართველოს სოფლები]] | [[კატეგორია:საქართველოს სოფლები]] | ||
[[კატეგორია:სოფლები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში]] | [[კატეგორია:სოფლები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში]] | ||
[[კატეგორია:სოფლები დასავლეთ საქართველოში]] | [[კატეგორია:სოფლები დასავლეთ საქართველოში]] | ||
[[კატეგორია:სოფლები აჭარაში]] | [[კატეგორია:სოფლები აჭარაში]] | ||
23:36, 4 აპრილი 2024-ის ვერსია
მარადიდი − ცნობილი სოფელია აჭარაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში (კირნათის თემი). სოფელი გაშენებულია მდ. ჭოროხის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 100 მ. რაიონული ცენტრიდან 15-16 კმ-ით არის დაშორებული.
ტოპონიმი
სპეციალისტთა ერთი ნაწილის მტკიცებით სახელწოდება წარმომდგარი ყოფილა მარან- სიტყვაზე ზედსართავ დიდი-ს დართვით: მარან-დიდი → მარა-დიდი (სონორი ნ თანხმოვნის დაკარგვის გზით). ნ- არის ჩავარდნა სონორ ბგერათა გარემოცვაში ფონეტიკურად შეპირობებულია, მაგრამ ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ტოპონიმი მარადიდი ემყარება ზანურ მარა სიტყვას, რომელიც ქართული მერეს ზუსტი შესატყვისია (ქართუ-ლი ე – ზანური ა, ისევე, როგორც ეს ღელე-ღალ- და სხვა ტერმინებში დასტურდება). მერე (ზან. მარა), როგორც ცნობილია, მდინარისპირა ვაკე ადგილს აღნიშნავს. ტოპონიმი მარადიდი, იგივე მერედიდი, ამ ვითარებას რეალურად ასახავს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტოპონიმის სახელდება მოტივირებულია. მარა-დიდი-ს ანალგიური წარმოება მეგრული (ზანური) ტოპონიმიისათვის ნიშანდობლივია. შდრ. ჭყონ-დიდი, ზუგ-დიდი, გა-დიდი („მთა დი-დი“) და სხვ.