ნამკაშური
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[კატეგორია:საქართველოს მდინარეები]] | [[კატეგორია:საქართველოს მდინარეები]] | ||
[[კატეგორია:მდინარეები ცაგერის მუნიციპალიტეტში]] | [[კატეგორია:მდინარეები ცაგერის მუნიციპალიტეტში]] | ||
| + | [[კატეგორია:მდინარეები ლეჩხუმში]] | ||
00:24, 9 აპრილი 2024-ის ვერსია
ნამკაშური – პატარა მდინარე-ხევია ლეჩხუმში ცაგერის მუნიციპალიტეტი. ნამკაშური ჩამოუდი სოფელ ლუხვანოს და მიერთვის მდინარე ცხენისწყალს (მარჯვ. შენაკადი). ნამკაშური აქ ადგილის სახელადაც არის დადასტურებული. შესანიშნავი სტრიქონები უძღვნა ნამკამურის ღელეს ანა კალანდაძემ:
- „ნაკადულზე ჩამოსულან
- ნამკაშურის წისქვილები“.
- „ნაკადულზე ჩამოსულან
აქაურ მცხოვრებთა შორის ფართოდ არის გავრცელებული გადმოცემა იმის თაობაზე, რომ სახელწოდება ნამკაშური თითქოს ნაკაშიძეების გვარს უკავშირდებოდეს: ძველად ეს ადგილები ნაკაშიძეების კუთვნილი ყოფილა, მათ სჭერიათ და ასეთი სახელიც ხალხს მიტომ შეურქმევიაო. გადმოცემა უთუოდ საინტერესოა, მაგრამ უფრო მიზანშეწონილად გვეჩვენება მისი სვანური ნაკ („ვაკე) სიტყვისაგან მომდინარეობა. სვანურში ნაკ- სიტყვის მიხედვით არაერთი გეოგრაფიული სახელია წარმოქმნილი.
არანაკლებ საინტერესოდ გვეჩვენება ადგილობრივი (ლეჩხუმური) სიტყვა ნამკაშო (ნაკვაშე), რაც ნიშნავს. „იფნის მოჭრილი უვარგისი ყლორტები“ (მ. ჩიქოვანი). „ნამკაშოს გამოაცლიან გადაბელილ ხეს გაზაფხულზე; იფანზე რამდენიმე საჭიგოე ტოტს დატოვებენ“. თუ ტოპონიმის ამოსავალ ფორმად ლეჩხუმურ ნამკაშოს ვივარაუდებდით, მაშინ ნამკაშ-ურ-ი უნდა განგვემარტა როგორც „გადასაბელი იფნის ხეებით მდიდარი ადგილი“.