მიუნხენის გარიგება 1938
(ახალი გვერდი: [[ფაილი:MUNXENIS SEtANXMEBA.PNG|thumb|250პქ|მიუნხენის შეთანხმების ხელმოწერამდე. ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
[[კატეგორია:მეორე მსოფლიო ომის შეთანხმებები]] | [[კატეგორია:მეორე მსოფლიო ომის შეთანხმებები]] | ||
[[კატეგორია:ჩეხოსლოვაკიის ისტორია]] | [[კატეგორია:ჩეხოსლოვაკიის ისტორია]] | ||
| + | [[კატეგორია:საერთაშორისო შეთანხმებები]] | ||
23:03, 10 აპრილი 2024-ის ვერსია
მიუნხენის გარიგება 1938 (ჩეხოსლოვაკიის დაყოფის შესახებ), ხელი მოაწერეს 29. IX მიუნხენში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ნ. ჩემბერლენმა, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ე. დალადიემ, ჰიტლერმა და მუსოლინი ჩეხოსლოვაკიის მთავრობას შეთანხმების ტექსტი გააცნეს მხოლოდ მეორე დღეს – 30 სექტემბერს.
მიუნხენის გარიგება ითვალისწინებდა ჩეხოსლოვაკიისათვის სუდეტის ოლქისა და მთელი რიგი რაიონების ჩამოცილებას და გერმანიისათვის გადაცემას. ჩეხოსლოვაკიას უნდა დაეკმაყოფილებინა აგრეთვე უნგრეთისა და პოლონეთის უსაფუძვლო ტერიტორიული პრეტენზიები. ამ შეთანხმებას ჩეხოსლოვაკიისათვის ტრაგიკული შედეგები მოჰყვა. მას ჩამოსცილდა ტერიტორიის დაახლოებით 20%, სადაც მოსახლეობის მეოთხედი ცხოვრობდა და განლაგებული იყო ქვეყნის მძიმე მრეწველობის სიმძლავრეთა თითქმის ნახევარი. საბოლოო ჯამში მიუნხენის გარიგებამ ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ლიკვიდაცია გამოიწვია. მიუნხენის შეთანხმების შემდეგ ხელმოწერილმა გერმანია-საფრანგეთის დეკლარაციებმა (1938) და შემდგომმა მოვლენებმა, რასაც 1939 წლის მარტში ჰიტლერული გერმანიის მიერ ჩეხოსლოვაკიის მთელი ტერიტორიის დაპყრობა და ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოს ლიკვიდაცია მოჰყვა. საფრთხე შეუქმნა საყოველთაო მშვიდობას. ევროპამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ომისაკენ. ჩეხოსლოვაკიის ეროვნული დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აღდგა მეორე მსოფლიო ომში ფაშისტური გერმანიის განადგურების შემდეგ, ხოლო ჩეხოსლოვაკია-დასავლეთ გერმანიის ხელშეკრულებამ 1973 მიუნხენის გარიგება იურიდიულად ბათილად ცნო.