ლახუნდარა
(ახალი გვერდი: '''ლახუნდარა''' – სოფელი დასავლეთ საქართველოში, ზემო იმერეთში, ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[კატეგორია:საქართველოს სოფლები]] | [[კატეგორია:საქართველოს სოფლები]] | ||
[[კატეგორია:სოფლები დასავლეთ საქართველოში]] | [[კატეგორია:სოფლები დასავლეთ საქართველოში]] | ||
| − | [[კატეგორია: სოფლები | + | [[კატეგორია: სოფლები იმერეთში]] |
[[კატეგორია:სოფლები ხარაგაულის მუნიციპალიტეტში]] | [[კატეგორია:სოფლები ხარაგაულის მუნიციპალიტეტში]] | ||
16:32, 17 აპრილი 2024-ის ვერსია
ლახუნდარა – სოფელი დასავლეთ საქართველოში, ზემო იმერეთში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ბორიმელის ხეობაში. ზღვის დონიდან 600 მეტრი. ხარაგაულიდან 13 კილომეტრი.
იმერეთის ტერიტორიაზე არაერთი ზანური (მეგრული) წარმოშობის ტოპონიმი დასტურდება, რომლებიც ძირითადად ზანურივე აფიქსებით არიან გაფორმებულნი (ო-კრიბ-ა. ო-ფურჩხ-ეთ-ი, ო-ნ-ჯოხ-ეთ-ი, ჭყვ-იშ-ი, ყუმ-ურ-ი, ო-რაგვ-ე…). ვვარაუდობთ, რომ ლახუნდარაც ერთ-ერთი ასეთი ზანური წარმომავლობის სახელია. იგი წარმომდგარა მეგრული ლა- თავსართით (ლა-ნ-ჩხუ-თ-, ლა-ჯონ-ა||ლა-ჯან-ა… სახელების მსგავსად). ძირისეულ მასალად უნდა გამოიყოს ხუნდ-ი (||ხუნჯ-ი), რომელიც სამეგრელოში დათვის, მელიის, კვერნის და სხვა ნადირის დასაჭერ რკინის ხაფანგს ეწოდება. ხუნდი, პ. ჯაჯანიძის ცნობით, ხის ბორკილი ყოფილა; ყმის დასასჯელად იხმარებოდაო; იგი ხაფანგადაც გამოიყენებოდა. ერთობ საყურადღებოა ლეჩხუმურ კილოში არსებული მონადირული სიტყვა სახუნარი „ჩასასაფრებელი ადგილი“. „კაი სახუნარი ვიშოვეთ, თვარა გაგვიჭირდებოდა ი დათვის მოკვლა“. სახუნარ-ი აშკარად სახუნდარის გამარტივებული ფორმაა. სულხან-საბა ორბელიანი განმარტავს, საჴუნდარი ნადირთ მოსავალი ადგილიაო. ძველ საქართველოში (XVII-XVIII ს.ს.) სახუნდარი (საჴუნდარი, სახუნდარა) სოფლის სახელადაც კი გვხვდებოდა: „სახუნდარაში ვენახი მიჰყიდა გასპარი დარისპანაშვილმა დოლმაზას“. „საჴუნდარი ეკუთვნოდა რატიშვილებსა და ბაინდურა შანშიაშვილს, ნაზარალიხანმა უბოძა იგი მუსტაფა ბაღირ-ბეგს“.
ამას გარდა, ყოფილა მტრედზე, მწყერზე და სხვა გარეულ ფრინველზე სპეციალურად შერჩეულ-მონიშნული სანადირო ადგილები: სასა–ხუნდრეები, სატრედო (სატრედეთ-მიწა), სამწყრე (სამწყრის წყალი) და სხვ.
მაშასადამე, შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ ზემო იმერეთში არსებული ტოპონიმი ლახუნდარა წარმოშობით მეგრულია და ნიშნავს: „გარეულ ნადირ-ფრინველზე სანადირო ადგილები“, „სასახუნდრე“. როგორც ჩანს, დღევანდელი ლახუნდარა დასავლეთ საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო სანადირო ადგილად იყო მიჩნეული, რაზედაც თვით სახელწოდება მეტყველებს.