ლეთეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ლეთეთი''' – სოფლებია საქართველოში, ცენტრალურ ქართლში (ქარელ...)
 
(წყარო)
ხაზი 15: ხაზი 15:
 
[[კატეგორია:საქართველოს სოფლები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს სოფლები]]
 
[[კატეგორია:სოფლები აღმოსავლეთ საქართველოში]]
 
[[კატეგორია:სოფლები აღმოსავლეთ საქართველოში]]
[[კატეგორია: სოფლები შუა ქართლში ]]
+
[[კატეგორია: სოფლები შიდა ქართლში ]]
 
[[კატეგორია:სოფლები ქარელის მუნიციპალიტეტში]]
 
[[კატეგორია:სოფლები ქარელის მუნიციპალიტეტში]]

16:33, 17 აპრილი 2024-ის ვერსია

ლეთეთი – სოფლებია საქართველოში, ცენტრალურ ქართლში (ქარელის მუნიციპალიტეტი). მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 800 მეტრი, ქარელიდან 3 კილომეტრი.

ეს სახელწოდება ერთ-ერთი უძველესი ქართული სახელწოდებაა მთელს ცენტრალურ ქართლში ურბნისის, უფლისციხის, კასპის, მცხეთა-არმაზის, სარკინეს და სხვათა გვერდით. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ საქვეყნოდ ცნობილი ქართული ძეგლის „სინური მრავალთავის“ (864 წ.) ერთ-ერთი გადამწერი მაკარი ლეთეთელი ყოფილა, მაშინ ცხადი ხდება, რომ ამ სოფლის არსებობა სულ ცოტა VI-VII საუკუნეებიდან მაინც უნდა ვივარაუდოთ.

ლეთეთ-ი -ეთ სუფიქსიანი სახელია. ძირია ლეთი||ლეთა, (იგივე ლეთემ-ი), რომელიც სველი, ჭონჭყო, საფლობი ადგილის აღსანიშნავად დღეს გურულ დიალექტს შემოუნახავს. ლეთაი/ თანამედროვე ქართულ სალიტერატურო ენაში ცოცხალი ფაქტია:

„შემოადგებათ კისრამდე ლეთა,
ვერ მოასწრებენ ხელის დაქნევას“.
ემზ. კვიტაიშვილი

მაშასადამე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლეთ-ეთ-ი ნიშნავდა: „ლეთიანი ადგილები“, „საფლობი, ჭონჭყო, ჟალტამი ადგილები“. უთუოდ ამ ლეთ- სიტყვასთან არის დაკავშირებული სახნავი ადგილის სახელი ლეჩხუმში (სოფ. ლაილაში) ლეთოთანა, რომელიც სველ, ლეთოიან ადგილს უნდა ნიშნავდეს.

წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები