ცაგერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: აგერი '''ცაგერი''' — ლეჩხუმის მთავარი დასახ...)
 
(წყარო)
ხაზი 8: ხაზი 8:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი]]
 
[[ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი]]
[[კატეგორია:საქართველოს ქალაქები]]
+
[[კატეგორია:ქალაქები საქართველოში]]
 
[[კატეგორია:ქალაქები ცაგერის მუნიციპალიტეტში]]
 
[[კატეგორია:ქალაქები ცაგერის მუნიციპალიტეტში]]
 
[[კატეგორია:ქალაქები დასავლეთ საქართველოში]]
 
[[კატეგორია:ქალაქები დასავლეთ საქართველოში]]
 
[[კატეგორია:ქალაქები ლეჩხუმში]]
 
[[კატეგორია:ქალაქები ლეჩხუმში]]

23:45, 18 აპრილი 2024-ის ვერსია

აგერი

ცაგერილეჩხუმის მთავარი დასახლებული პუნქტი (ქალაქი 1968 წ-დან), ცაგერის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. გაშენებულია მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა ნაპირზე; ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მიჯნაზე. ზღვის დონიდან 475 მ სიმაღლეზე, თბილისიდან 318 კმ.

ლეჩხუმის არაერთი სოფლის სახელწოდება სვანურიდან იღებს სათავეს (ლარჩვალი, ნასპერი, ისუნდერი, ლასურიაში, ზოგიში, მახაში…). ამათ რიცხვშია განსახილველი ტოპონიმი ცაგერი, რომელიც წარმომდგარა სვანური სიტყვისაგან ცაგ, რაც „ეკალს“ ნიშნავს. -ერ- დერივატიც სვანურია. იგი ხშირად გვხვდება სვანური წარმომაგლობის გეოგრაფიულ სახელებში: ტვიბ-ერ-, ნასპ-ერ- ისუნდ-ერ- ლეუშ-ერ-, ჟა-ხუნდ-ერ-, მაზ-ერ-, ეც-ერ-ა და მისთ. ამრიგად, ცაგერი (ცაგ-ერ-) უნდა გავიგოთ როგორც „ეკლნარა“, „ეკლებიანი ადგილი“. ტოპონიმ ცაგერ-ის მიხედვით გაფორმებულა გვარი ცაგარ-ელ-ი, რომელშიც აშკარად გამოიყოფა თვით ტოპონიმი და მასზე დართული ადამიანის სადაურობა-წარმომავლობის აღმნიშვნელი ქართული -ელ- სუფიქსი. გვარი ცაგარელი აღგვადგენინებს ამოსავალ სვანურ -არ- სუფიქსს.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები