მეგრელიშვილი გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მთვის ნიავი (პოეტი)“ გადაიტანა გვერდზე „მეგრელიშვილი გრიგოლ“ გ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Grigol megrelishvili.JPG|thumb|გრიგოლ მეგრელიშვილი]]
 
[[ფაილი:Grigol megrelishvili.JPG|thumb|გრიგოლ მეგრელიშვილი]]
'''მეგრელიშვილი გრიგოლ''' — (1898 – 1919), პოეტი. ფსევდონიმი – მთის ნიავი. დაიბადა სოფელ შუა ფარცხმაში (ჩოხატაური). სწავლა ქუთაისში დაიწყო, მაგრამ 1914 წელს გადმოვიდა ქუთაისიდან [[თბილისი|თბილისში]] და სწავლობდა ქართულ გიმნაზიაში. ლექსებს სიყმაწვილიდანვე წერდა. მისი პირველი ლექსი 1914 წელს გამოქვეყნდა გაზეთ „თემში”. 1918 წელს გრიგოლ მეგრელიშვილი გახდა ახალდაარსებული ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი, იმავე წელს მოხალისედ წავიდა ფრონტზე და [[აჭარა]]ში, ბათუმთან ებრძოდა თურქებს, [[იმერეთი|იმერეთში]], საჩხერეში − ოსებს, აფხაზეთში, უფრო სწორად – [[ჯიქეთი|ჯიქეთში]], [[დენიკინი ანტონ|დენიკინი]]ს რუს ბანდიტებს. შემდეგ მესხეთში, ფოცხოვში იცავდა [[საქართველო]]ს, სადაც მოკლეს კიდეც სამშობლოსათვის თავგანწირული 21 წლის პოეტი, 1919 წლის 30 იანვარს.
+
'''მეგრელიშვილი გრიგოლ''' — (1898 – 1919), პოეტი. ფსევდონიმი – მთის ნიავი. დაიბადა სოფელ შუა ფარცხმაში ([[ჩოხატაური]]). სწავლა ქუთაისში დაიწყო, მაგრამ 1914 წელს გადმოვიდა ქუთაისიდან [[თბილისი|თბილისში]] და სწავლობდა ქართულ გიმნაზიაში. ლექსებს სიყმაწვილიდანვე წერდა. მისი პირველი ლექსი 1914 წელს გამოქვეყნდა გაზეთ „თემში”. 1918 წელს გრიგოლ მეგრელიშვილი გახდა ახალდაარსებული ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი, იმავე წელს მოხალისედ წავიდა ფრონტზე და [[აჭარა]]ში, ბათუმთან ებრძოდა თურქებს, [[იმერეთი|იმერეთში]], საჩხერეში − ოსებს, აფხაზეთში, უფრო სწორად – [[ჯიქეთი|ჯიქეთში]], [[დენიკინი ანტონ|დენიკინი]]ს რუს ბანდიტებს. შემდეგ მესხეთში, ფოცხოვში იცავდა [[საქართველო]]ს, სადაც მოკლეს კიდეც სამშობლოსათვის თავგანწირული 21 წლის პოეტი, 1919 წლის 30 იანვარს.
  
  

მიმდინარე ცვლილება 16:17, 19 აპრილი 2024 მდგომარეობით

გრიგოლ მეგრელიშვილი

მეგრელიშვილი გრიგოლ — (1898 – 1919), პოეტი. ფსევდონიმი – მთის ნიავი. დაიბადა სოფელ შუა ფარცხმაში (ჩოხატაური). სწავლა ქუთაისში დაიწყო, მაგრამ 1914 წელს გადმოვიდა ქუთაისიდან თბილისში და სწავლობდა ქართულ გიმნაზიაში. ლექსებს სიყმაწვილიდანვე წერდა. მისი პირველი ლექსი 1914 წელს გამოქვეყნდა გაზეთ „თემში”. 1918 წელს გრიგოლ მეგრელიშვილი გახდა ახალდაარსებული ქართული უნივერსიტეტის სტუდენტი, იმავე წელს მოხალისედ წავიდა ფრონტზე და აჭარაში, ბათუმთან ებრძოდა თურქებს, იმერეთში, საჩხერეში − ოსებს, აფხაზეთში, უფრო სწორად – ჯიქეთში, დენიკინის რუს ბანდიტებს. შემდეგ მესხეთში, ფოცხოვში იცავდა საქართველოს, სადაც მოკლეს კიდეც სამშობლოსათვის თავგანწირული 21 წლის პოეტი, 1919 წლის 30 იანვარს.


ლტოლვა
ვერავინ მნახავს მე სულ ბედნიერს
და ვერც მიხილავს სასოწარკვეთილს,
რადგანც მარად ჟამს იცვლება ლტოლვა
და გაკვეთილი მისდევს გაკვეთილს.
დღეს თუ შემი პყრობს ერთი სურვილი,
ხვალ ვემონები სულ ახალ ვნებას,
ზეგ ჩემ შექმნილ კერპს თვითონვე ვამსხვრევ,
ვერ ვეთვისები ერთფეროვნებას.
და ვით არწივი, მძლავრფრთებიანი,
ჟამსა დილისას მიჰქრის მზისაკენ,
ისე მიჰქროლავს სული ლტოლვილი
იდუმალებით სავსე ცისაკენ.
მე მინდა მივსწვდე ზეცას, განგებას,
მოვკლა წყურვილი აზრის, გულისა
და მსურს გავიგო, რაა მიზანი
ჩვენი სიცოცხლის აღსასრულისა.


[რედაქტირება] წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები