აბული (სოფელი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''აბული''' – სოფელი საქართველოში, ახალაქალაქის მუნიციპალიტ...) |
00:58, 22 აპრილი 2024-ის ვერსია
აბული – სოფელი საქართველოში, ახალაქალაქის მუნიციპალიტეტში, კარტიკამის საკრებულოში, აბულ-სამსრის ქედის დასავლეთ ფერდობზე, მდინარე აბულის (ფარავნის მარჯვენა შენაკადი) სათავეში, ზღვის დონიდან 1960-2020 მ სიმაღლეზე, ქალაქ ახალქალაქიდან 12 კმ მანძილზე, ნინოწმინდა-ფოკის საავტომობილო გზაზე.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მიდამოები უტყეოა. მოსახლეობის რიცხოვნობა – 627. მათი უმეტესობა (99%) სომეხია (2002). შემორჩენილია დარბაზული ეკლესია. სოფლის მიდამოებში არის ციკლოპური ციხე.
წყარო
სამცხე–ჯავახეთი — ცნობარი