ალეწი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ალეწი''' – ყოფილი სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორ...)

15:22, 22 აპრილი 2024-ის ვერსია

ალეწი – ყოფილი სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ისტორიულ თორში, მდინარე გუჯარეთისწყლის ხეობაში, სოფელ წინუბნიდან ჩრდილოეთით 8 კმ მანძილზე. სოფლის მიდამოებში არის ალეწის ციხე. მასზე ასვლა მხოლოდ სამხრეთის მხრიდან, სოფელ წინუბნიდანაა შესაძლებელი. ძნელად მისადგომია. ციხეს ჰქონია ორი კოშკი, რომელთაგან მხოლოდ მომრგვალო ფორმის საძირკველია დარჩენილი. ვახუშტი ბაგრატიონი სოფლის შესახებ წერს: „სარბიელას-ჴევის თავს, მაღალს მთის წვერზედ, არს ციხე ალეწისა, მაგარი და მჭვრეტი ქართლ-იმერეთისა”. შემორჩენილია ალეწის ციხის ნანგრევები.


წყრო

სამცხე–ჯავახეთი — ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები