ბორჯომ-ბაკურიანის ეროვნული პარკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ბორჯომ-ბაკურიანის ეროვნული პარკი''' – ეროვნული პარკი [[აჭარა...)
 
(წყარო)
ხაზი 4: ხაზი 4:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი]]
 
[[სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი]]
[[კატეგორია:საქართველოს დაცული ტერიტორიები]]
+
 
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული ტყე-პარკები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული ტყე-პარკები]]

01:10, 25 აპრილი 2024-ის ვერსია

ბორჯომ-ბაკურიანის ეროვნული პარკი – ეროვნული პარკი აჭარა-იმერეთის ქედის აღმოსავლეთ მონაკვეთზე. სამცხე-ჯავახეთში შემოდის ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. პარკის უმაღლესი მწვერვალია სამეცხვარიო (ზ.დ. 2198 მ). აქ სანაკრძლო ტერიტორიის დაარსება უკავშირდება ამიერკავკასიის მეფინაცვლის მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის სახელს, რომელიც რუსეთის იმპერატორის – ალექსანდრე II-ის ძმა იყო და რომელმაც ბორჯომის ხეობა მიიღო ძმისგან საზაფხულო რეზიდენციად. 1871 წელს საზეიმოდ გაიხსნა სასახლე. მას ესწრებოდა რუსეთის იმპერატორიც, რომელმაც ძმას საჩუქრად გადასცა ბორჯომის ხეობა. მიხეილ რომანოვმა ტყის დიდი მასივი შემოღობა, ჩამოაყალიბა ეგერთა რაზმი, ააშენა მონადირეთა სახლები ბანიხევში, თორში, ლიკანში, ლომისის მთაზე და სხვაგან. გამგებლად გერმანიიდან მოიწვია ბუნებისმეტყველი იუტნერი, რომლის სასახლე დღესაც დგას ქ. ბორჯომის ცენტრში. სწორედ მისი ინიციატივით გაუშვეს ბორჯომის ხეობაში ევროპიდან შემოყვანილი ციყვები – ე.წ. „დანიელკები”, ხოლო მდ. ცოფიანღელეს ხეობაში – ლაგოდეხიდან ჩამოყვანილი ჯიხვი. ორივე კარგად გამრავლდა. 1935 წელს რომანოვების კუთვნილი მამული ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალად (17948 ჰა) გამოცხადდა, ხოლო 1995 წელს იგი საქართველოში პირველ ეროვნულ პარკად – ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკად იქცა.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები