თისელის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''თისელის ეკლესია''' – გუმბათიანი ეკლესია (დაახლ. XIV-XV სს.) [[აწყუ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | [[კატეგორია:საქართველოს არქიტექტურული ძეგლები]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]] | [[კატეგორია:საქართველოს ეკლესია-მონასტრები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ახალციხის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები]] |
01:26, 4 მაისი 2024-ის ვერსია
თისელის ეკლესია – გუმბათიანი ეკლესია (დაახლ. XIV-XV სს.) აწყურის საკრებულოში, მდინარე თისელის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, სოფელ თისელიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 1-1.5 კმ მანძილზე. შემორჩენილია ნანგრევები.
ძველად აქ მონასტერი ფუნქციონირებდა. აქ დაწინაურებული ყოფილა მევენახეობა, რაზეც მეტყველებს მრავალი ხელნაწერი და სიგელ-გუჯარი, რომლებშიც აღნიშნულია, თუ როგორ სწირავენ ეკლესია-მონასტრებს ვენახებსა და ღვინოს. მაგალითად, თისელის მონასტერის XIV-XVI საუკუნეების ხელნაწერებში ვკითხულობთ: „შემოგწირე … თისლისა ღმრთისმშობელსა და თქუენსა მონასტერსა ტყემლუანას ვენახი“, „მე, სიაოშა, ვიყიდე … ნავენახევი და მივეც საშენებლადა ლაკლაკისძესა სანახევროდა; და … შევსწირე თისლისა ღმრთისმშობელსა“ და სხვ.