იშხვარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „იშხვარი“ გადაიტანა გვერდზე „შავი ყარყატი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „შავი ყარყატი“ გადაიტანა გვერდზე „იშხვარი“ გადამისამართებაზე) |
20:50, 7 მაისი 2024-ის ვერსია
იშხვარი, შავი ყარყატი (Ciconia nigra) – ფრინველი ყარყატისებრთა ოჯახიდან. გავრცელებულია ევრაზიის ტყის ზონებში, საქართველოში გვხვდება ბორჯომ-ბაკურიანის მიდამოებში, კარწახის, მადათაფისა და ფარავნის ტბების სიახლოვეს. ბუდობს ხეებზე, ტყეებში, კლდეებზე, ჭაობებისა და ტბების პირას. იშვიათი ფრინველია, რომლის რიცხოვნობა მკვეთრად მცირდება. საქართველოს წითელ წიგნში შეტანილია როგორც გამქრალი ან მიუვალ ადგილებში შემორჩენილი სახეობა.