მეფისწყარო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მეფისწყარო''' – აჭარა-იმერეთის ქედის უმაღლესი მწვერვალი, ქ...)

18:07, 9 მაისი 2024-ის ვერსია

მეფისწყაროაჭარა-იმერეთის ქედის უმაღლესი მწვერვალი, ქედისა და მისი ჩრდილოეთი განშტოების – ლობოროტის ქედის შესაყართან, მდინარეების სუფსისა და წაბლარისწყლის სათავეებთან, ზღვის დონიდან 2850.7 მ სიმაღლეზე, ადიგენის, ვანისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. აგებულია შუაეოცენური ანდზეიტურ განფენებიანი ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფ-კონგლომერატებით. ფერდობების ქვედა ნაწილები შემოსილია სუბალპური მდელოებით, ხოლო შუა და ზედა ნაწილები – ალპური მდელოებით. მთის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს დიდი და მცირე ჯაჯის ტბები.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები