მეფისწყარო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''მეფისწყარო''' – აჭარა-იმერეთის ქედის უმაღლესი მწვერვალი, ქ...) |
|||
ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
[[სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი]] | [[სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი]] | ||
[[კატეგორია:მწვერვალები საქართველოში]] | [[კატეგორია:მწვერვალები საქართველოში]] | ||
− | [[აჭარა-იმერეთის ქედის მწვერვალები]] | + | [[კატეგორია:აჭარა-იმერეთის ქედის მწვერვალები]] |
20:19, 9 მაისი 2024-ის ვერსია
მეფისწყარო – აჭარა-იმერეთის ქედის უმაღლესი მწვერვალი, ქედისა და მისი ჩრდილოეთი განშტოების – ლობოროტის ქედის შესაყართან, მდინარეების სუფსისა და წაბლარისწყლის სათავეებთან, ზღვის დონიდან 2850.7 მ სიმაღლეზე, ადიგენის, ვანისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. აგებულია შუაეოცენური ანდზეიტურ განფენებიანი ტუფ-ბრექჩიებითა და ტუფ-კონგლომერატებით. ფერდობების ქვედა ნაწილები შემოსილია სუბალპური მდელოებით, ხოლო შუა და ზედა ნაწილები – ალპური მდელოებით. მთის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს დიდი და მცირე ჯაჯის ტბები.