ნაძვის დიდი ლაფანჭამია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ნაძვის დიდი ლაფანჭამია''' – (Dendroctonusmicans) – ნაძვის მავნებელი, რომე...)
 

მიმდინარე ცვლილება 20:38, 11 მაისი 2024 მდგომარეობით

ნაძვის დიდი ლაფანჭამია – (Dendroctonusmicans) – ნაძვის მავნებელი, რომელიც განსაკუთრებით ფართოდ გავრცელდა ბორჯომის ხეობის წიწვიან ტყეებში XX საუკუნის II ნახევარში. მან დიდი ზიანი მიაყენა ბორჯომის ხეობის და საერთოდ, საქართველოს ნაძვნარებს. მავნებლის წინააღმდეგ გამოიყენეს მისი ბუნებრივი მტერი, ენტომოფაგი – დიდი რიზოფაგუსი (Rhizophagusgrandis), რომელიც შემოიყვანეს ჩეხოსლოვაკიიდან. ლაფანჭამიით დასახლებულ კორომებში მისი ჩასახლებით მავნებლის რიცხოვნობა მავნეობის ზღვარს დაბლა დაეცა. ბორჯომის ხეობაში 2008 წლის ხანძრის შედეგად განადგურდა ნაძვის დიდი ლაფანჭამია და მისი ბუნებრივი მტერი რიზოფაგუსიც. როგორც ფიქრობენ, მოსალოდნელია ნაძვის დიდი ლაფანჭამიის კვლავ მასობრივი გამრავლება, ხოლო რიზოფაგუსს, როგორც არააბორიგენულ არსებას, გამრავლების არასახარბიელო პირობები გააჩნია.


[რედაქტირება] წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები