ნიჯგორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ნიჯგორი''' – სოფელი [[ასპინძის მუნიციპალიტეტი|ასპინძის მუნი...)
 

მიმდინარე ცვლილება 00:34, 12 მაისი 2024 მდგომარეობით

ნიჯგორი – სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში, ხიზაბავრის თემში, მდინარე მტკვრის ხეობაში, ზღვის დონიდან 1400-1450 მ სიმაღლეზე, დაბა ასპინძიდან 9 კმ მანძილზე. მოსახლეობის რიცხოვნობა – 375. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (97 %) – ქართველი (2002). საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. შემორჩენილია წმ. გიორგის სახელობის ეკლესია და ნასოფლარი. სახელწოდება ძველი ქართულია და ნიშნავს „საისრე დიდი კარპაჭი”. დ. ჩუბინაშვილის განმარტებით კი იგი არის „დიდი ქარქაში ხმალთა”.


[რედაქტირება] წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები