სამსარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სამსარი''' – ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების [[დიდი ს...)

16:15, 14 მაისი 2024-ის ვერსია

სამსარიახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდი და პატარა სამსრის გავრცელებული სახელწოდება. მდიდარია ძეგლებით: სამსრის ქვაბები, სამონასტრო კომპლექსი, კლდეში გამოკვეთილი ტაძარი. XIX საუკუნეში ეს ადგილები სრულიად უტყეო იყო. აქ მოგზაურობისას, როცა საჩრდილობელი ადგილი ვერ ნახა, ქართველი მწერალი და მეცნიერი ილია ალხაზიშვილი წერდა: „ჩვენი ცოდო ეკითხოს, ვინც აქაური ტყეები გაჩეხა და ძირიან-ფესვიანად ამოაგდო! აბა რაა! კაცი ერთ ხეს, ერთ ბუჩქს ვერ იპოვის, რომ პაპანაქებაში მზეს თავი მოარიდოს, ჩრდილს შეაფაროს. აბა, ამისთანა ბუნებამ რა კეთილი გავლენა უნდა იქონიოს აქ მცხოვრებთა ხასიათზე, სულიერ მხარეზე!”


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები