სამცხე-ჯავახეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სამცხე-ჯავახეთი''' – ისტორიულ-გეოგრაფიული ერთეული სამხრეთ [[...)

16:59, 14 მაისი 2024-ის ვერსია

სამცხე-ჯავახეთი – ისტორიულ-გეოგრაფიული ერთეული სამხრეთ საქართველოში. დღეს შეწყვილებული ორი ტერმინით აღვნიშნავთ, მაგრამ ძველად ერთი გამაერთიანებელი სახელით იყო ცნობილი – მესხეთი, რომელიც უფრო დიდ ტერიტორიას მოიცავდა, ვიდრე დღევანდელი სამცხე-ჯავახეთია. მასში შედის, თანამედროვე საქართველოს გარდა, სამხრეთ-დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს ისტორიული მიწებიც მდინარეების მტკვრისა და ჭოროხის ზემო წელში: არტაანი, ერუშეთი, კლარჯეთი, კოლა, ტაო, შავშეთი, და სხვა. მას სხვაგვარად ზემო ქართლსაც უწოდებენ. ისტორიულად სამცხე-ჯავახეთი შედიოდა ზემო ქართლის შემადგენლობაში და მის სამხრეთდასავლეთ ნაწილს ქმნიდა, რომელიც ძველ ქართულ მწერლობაში ნიშნავდა ვრცელ ტერიტორიას მდ. მტკვრის ზემო წელის აუზში ბორჯომს ზემოთ. XIII საუკუნიდან, მას შემდეგ, რაც სამცხეს ათაბაგების (ჯაყელების) ძალაუფლება დამკვიდრდა, იგი სამცხე-ჯავახეთის სახელწოდებით იხსენიება. ისტორიულად სამცხე-ჯავახეთის ტერიტორია და საზღვრები იცვლებოდა. თვით სამცხესა და ჯავახეთს შორის საზღვარიც ცვალებადი იყო.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები