ფამფარულა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ფამფარულა''' (Scorzonera) – სამკურნალო, მრავალწლოვანი ბალახოვანი მ...)

23:10, 15 მაისი 2024-ის ვერსია

ფამფარულა (Scorzonera) – სამკურნალო, მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე რთულყვავილოვანთა ოჯახისა. ყვავილობს აგვისტოდან სექტემბრამდე, თესლი მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში. მცენარე კარგად იზრდება მსუბუქ (ქვიშნარ), საშუალო თიხნარ, მძიმე თიხნარ, კარგად დრენირებად ნიადაგებზე. უპირატესობას ანიჭებს კირიან ნიადაგებს, დაჩრდილვას ვერ იტანს. სამცხე-ჯავახეთში გავრცელებული Scorzonera-ს 6 სახეობიდან 3 ენდემურია.


იხილე აგრეთვე

წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები