ფერსათის პლატო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ფერსათის პლატო, პირსაგატი''' – პლატო [[აჭარა-იმერეთის ქედი|აჭ...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ფერსათის პლატო“ გადაიტანა გვერდზე „პირსაგატი“) |
12:05, 16 მაისი 2024-ის ვერსია
ფერსათის პლატო, პირსაგატი – პლატო აჭარა-იმერეთის ქედზე, მდინარე ქვაბლიანის მარცხენა მხარეს. გადაჭიმულია სუბგანედურად 11 კმ მანძილზე, რომელიც თითქმის ყველა მხრიდან შემოსაზღვრულია კლდოვანი მასივებით. ხასიათდება მსუბუქი ტალღოვანი რელიეფით, გუმბათისებრი ამაღლებებით. მისი უმაღლესი ადგილი – საბურთალო, ფერსათი, ზღვის დონიდან 2300-2370 მ სიმაღლეზეა. ფართობია დაახლოებით 30 კმ2, საშუალო სიმაღლე – 2100 მ. შემორჩენილია ძველმყინვარული ნაშთები.