ქცია (მდინარე)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ქცია (მდინარე)“ გადაიტანა გვერდზე „ხრამი (მდინარე)“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ხრამი (მდინარე)“ გადაიტანა გვერდზე „ქცია (მდინარე)“ გადამისამა...) |
19:29, 18 მაისი 2024-ის ვერსია
ქცია – მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, სათავეს იღებს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ერთვის წალკის წყალსაცავს. სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე გაედინება მდინარის მხოლოდ ზემო წელი. მდინარის ზემო წელი წარმოდგენილია მაღალი ქედებით და ვულკანური ზეგანებით (წალკის, გომარეთის, დმანისის), ხოლო ქვემო წელში მარნეულის ალუვიური ვაკით. მდინარე ქცია-ხრამი სათავიდან სოფელ ავრალამდე, ტიპიურ მთის მდინარეს წარმოადგენს. შემდეგ აგრაჩაის შესართავამდე მიედინება წალკის ვულკანურ ზეგანზე, სადაც მისი დახრილობა ძალზე მცირდება. აგრიჩაის შესართავიდან სოფელ არუხლომდე მიედინება ვულკანური ლავებით აგებულ კანიონისებურ ვიწრო ხეობაში, ხოლო სოფელ არუხალოს შემდეგ გადის მარნეულის ვაკეზე და ტიპიურ ვაკის მდინარედ იქცევა.
მდინარე ქცია-ხრამის საშუალო მრავალწლიური ხარჯი სოფელ წითელ ხიდთან 52.5 მ3 /წმ-ს უდრის. ჩამონადენის მოდული 6.36ლ/მწ კმ2, რომელიც აუზის სიმაღლით მატებასთან ერთად იზრდება და ზემო წელში 15 ლ/წმ-ს აღწევს. იგი შერეული საზრდოობოს მდინარეთა ტიპს მიეკუთვნება, სადაც წლიური ჩამონადენიდან გრუნტის წყლებზე მოდის 55%, წვიმის წყალზე - 28%, ხოლო თოვლის წყალზე - 17%.
მდინარე ქცია-ხრამის მთავარი შენაკადებია: აგრიჩაი, ჭოჭიანი, ყარაბულახი, მაშავერა, დებედა და სხვა. მათ შორის ყველაზე უხვწყლიანია მდინარე დებედა.
წყარო
- სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი
- წალკის წყალსაცავის თანამედროვე მდგომარეობა