ცხენისძუძუ თეთრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
[[კატეგორია:ვაზის მესხური ჯიშები]] | [[კატეგორია:ვაზის მესხური ჯიშები]] | ||
[[კატეგორია:თეთრყურძნიანი საღვინე ჯიშები]] | [[კატეგორია:თეთრყურძნიანი საღვინე ჯიშები]] | ||
| + | [[კატეგორია:სასუფრე ვაზის ჯიშები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 20:08, 19 მაისი 2024 მდგომარეობით
ცხენისძუძუ თეთრი – მესხური ვაზის ადგილობრივი ჯიში, საღვინე და სუფრის, ადრეული და მაღალმოსავლიანი. ფოთოლი საშუალო ზომისაა: 14X17 სმ, ღია მწვანე, ზედაპირი ოდნავ დანაოჭებული. მტევანი საშუალო ზომისაა: 13X8 სმ, კონუსური ფორმის, საშუალო წონა – 150 გრ. მარცვალი საშუალო ზომისაა (2X1.4 სმ), მოგრძო კვერცხისებრი, ქარვისფერი, თხელი კანი. ყურძნის წვენის შაქრიანობაა 16.5-18 %, მჟავიანობა – 10-11 გრ/ლ. კარგი არომატითა და ბუნებრივი შუშხუნა თვისებებით ხასიათდება. ფართოდ იყო გავრცელებული სოფლების აწყურის, გოგაშენის, გურკელის, დიდი სმადის, საროს, ტოლოშის, ხერთვისის მიდამოებში. ვაზის ცალკეული ეგზემპლარები 90-100 წელი ცოცხლობს.