წიბა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: წიბა '''წიბა, მაჯაღვერი, მელიქაური''' (Daphne) – ოჯახი: მ...) |
მიმდინარე ცვლილება 15:34, 20 მაისი 2024 მდგომარეობით
წიბა, მაჯაღვერი, მელიქაური (Daphne) – ოჯახი: მაჯაღვერისებრნი, 15-30 სმ სიმაღლის ბუჩქი, იშვიათი, სამკურნალო და დეკორატიული მცენარე. იზრდება ტყის ზედა საზღვრის ეკოტონში დეკას ბუჩქებს შორის. სამცხე-ჯავახეთში გავრცელებულია სამცხეში და თეთრობის პლატოზე – ჯავახეთში. ყვავილობს მაის-ივნისში. თესლები მწიფდება ივლის-აგვისტოში. მოითხოვს ტენიან ნიადაგებს. შეუძლია ზრდა ნახევრად დაჩრდილულ (მეჩხერი ტყე) პირობებში. გამოიყენება ხალხურ მედიცინაში. დგას საფრთხის წინაშე ჰაბიტატების დეგრადაციის გამო.