წითელთავა ნარჩიტა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი]] | + | * [[სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი]] |
| − | საქართველოს წითელი წიგნი | + | * საქართველოს წითელი წიგნი |
[[კატეგორია:ფრინველები]] | [[კატეგორია:ფრინველები]] | ||
[[კატეგორია:ასპუჭაკასებრნი]] | [[კატეგორია:ასპუჭაკასებრნი]] | ||
16:01, 20 მაისი 2024-ის ვერსია
წითელთავა ნარჩიტა – (Regulus ignicapillus), ბეღურასნაირი ასპუჭაკასებრთა ოჯახიდან. იშვიათი და მცირერიცხოვანი ფრინველია, საქართველოში ვიწრო ლოკალური გავრცელების.
წითელთავა ნარჩიტა გავრცელებულია შუა და სამხრეთ ევროპაში, ხმელთაშუა ზღვის დასავლეთი ნაწილის კუნძულებზე, მცირე აზიაში, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკასა და კუნძულ ტაივანზე. სამხრეთ საქართველოში გვხვდება მდინარე მტკვრის ხეობაში ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ბინადრობს წიწვიან ტყეებში.
წითელთავა ნარჩიტა ხეზე იკეთებს ბურთისებრი მოყვანილობის ბუდეს. წელიწადში ორჯერ (მაისსა და ივნის-ივლისში) დებს 7-11 (12-მდე) კვერცხს. ინკუბაცია გრძელდება 16 დღე-ღამე. კრუხობს დედალი.
წყარო
- სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი
- საქართველოს წითელი წიგნი