გამოღმა ჭაჭკარის ტერასები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''გამოღმა ჭაჭკარის ტერასები''' – ტერასები სოფელი [[ვარძია (სოფ...) |
00:48, 22 მაისი 2024-ის ვერსია
გამოღმა ჭაჭკარის ტერასები – ტერასები სოფელი ვარძიის სიახლოვეს, მტკვრის ორივე ნაპირზე. აქაა ძველი ნასოფლარები. უძველესი ტერასული უბანი, სადაც 9- და 12-სართულიანი ტერასული მონაკვეთებია აღრიცხული. აგებულია დიდი მოცულობის ლოდებით (1.10 X 50, 75 X 65, 95 X 68). შემორჩენილია უძველესი ვაზის თითქმის გაქვავებული ყლორტები, ლოდებში ამოკვეთილი საწნახელები და ქვევრები.