მარიამ დედოფალი (საქართველო)
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''მარიამ დედოფალი''' – გაერთიანებული [[საქართველო]]ს მეორე მეფის, [[გიორგი I]]-ის (1014-27) მეუღლე, ვასპურაკანის მეფის, სენაქერიმ არწრუნის ასული, თვალსაჩინო სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. | '''მარიამ დედოფალი''' – გაერთიანებული [[საქართველო]]ს მეორე მეფის, [[გიორგი I]]-ის (1014-27) მეუღლე, ვასპურაკანის მეფის, სენაქერიმ არწრუნის ასული, თვალსაჩინო სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. | ||
− | ეწეოდა აქტიურ დიპლომატიურ საქმიანობას. გიორგი I-ის გარდაცვალების შემდეგ მარიამ დედოფალი მოკლე დროით (1027-31/32 [[ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)|ბაგრატ IV]]-ის | + | ეწეოდა აქტიურ დიპლომატიურ საქმიანობას. გიორგი I-ის გარდაცვალების შემდეგ მარიამ დედოფალი მოკლე დროით (1027-31/32 [[ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)|ბაგრატ IV]]-ის მცირეწლოვნების ჟამს) ასრულებდა რეგენტის ფუნქციას და ფაქტობრივად თვითონ მართავდა ქვეყანას. მის სახელს უკავშირდება კონსტანტინოპოლში ვიზიტი (1030-31), რომლის დროსაც [[ბიზანტია|ბიზანტიასთან]] დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება. აღნიშნული დოკუმენტით, მართალია, მნიშვნელოვანი პოლიტიკური დათმობების ხარჯზე, მაგრამ-მაინც, |
მოხერხდა ბიზანტია-საქართველოს შორის არსებული უაღრესად გამწვავებული ურთიერთობის რეგულირება. საქართველოს მხარემ ერთხელ კიდევ უარი თქვა ე.წ. დავით კურაპალატის „სამემკვიდრეოს“ – იმიერტაოს ტერიტორიის შემომტკიცებაზე და ცნო კონსტანტინოპოლის უზენაესობა, რისი გამოხატულებაც იყო ბაგრატ IV-თვის [[კურაპალატი]]ს ტიტულის მინიჭება. ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ მარიამ დედოფლის ეს ნაბიჯი იყო გიორგი I-ის მკვეთრი ანტიბიზანტიური კურსის ერთგვარი რევიზია, ხოლო თვით მარიამ დედოფალი გამოცხადებულია პრობიზანტიური ორიენტაციის მოღვაწედ. | მოხერხდა ბიზანტია-საქართველოს შორის არსებული უაღრესად გამწვავებული ურთიერთობის რეგულირება. საქართველოს მხარემ ერთხელ კიდევ უარი თქვა ე.წ. დავით კურაპალატის „სამემკვიდრეოს“ – იმიერტაოს ტერიტორიის შემომტკიცებაზე და ცნო კონსტანტინოპოლის უზენაესობა, რისი გამოხატულებაც იყო ბაგრატ IV-თვის [[კურაპალატი]]ს ტიტულის მინიჭება. ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ მარიამ დედოფლის ეს ნაბიჯი იყო გიორგი I-ის მკვეთრი ანტიბიზანტიური კურსის ერთგვარი რევიზია, ხოლო თვით მარიამ დედოფალი გამოცხადებულია პრობიზანტიური ორიენტაციის მოღვაწედ. | ||
მიმდინარე ცვლილება 15:47, 22 მაისი 2024 მდგომარეობით
მარიამ დედოფალი – გაერთიანებული საქართველოს მეორე მეფის, გიორგი I-ის (1014-27) მეუღლე, ვასპურაკანის მეფის, სენაქერიმ არწრუნის ასული, თვალსაჩინო სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე.
ეწეოდა აქტიურ დიპლომატიურ საქმიანობას. გიორგი I-ის გარდაცვალების შემდეგ მარიამ დედოფალი მოკლე დროით (1027-31/32 ბაგრატ IV-ის მცირეწლოვნების ჟამს) ასრულებდა რეგენტის ფუნქციას და ფაქტობრივად თვითონ მართავდა ქვეყანას. მის სახელს უკავშირდება კონსტანტინოპოლში ვიზიტი (1030-31), რომლის დროსაც ბიზანტიასთან დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება. აღნიშნული დოკუმენტით, მართალია, მნიშვნელოვანი პოლიტიკური დათმობების ხარჯზე, მაგრამ-მაინც, მოხერხდა ბიზანტია-საქართველოს შორის არსებული უაღრესად გამწვავებული ურთიერთობის რეგულირება. საქართველოს მხარემ ერთხელ კიდევ უარი თქვა ე.წ. დავით კურაპალატის „სამემკვიდრეოს“ – იმიერტაოს ტერიტორიის შემომტკიცებაზე და ცნო კონსტანტინოპოლის უზენაესობა, რისი გამოხატულებაც იყო ბაგრატ IV-თვის კურაპალატის ტიტულის მინიჭება. ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ მარიამ დედოფლის ეს ნაბიჯი იყო გიორგი I-ის მკვეთრი ანტიბიზანტიური კურსის ერთგვარი რევიზია, ხოლო თვით მარიამ დედოფალი გამოცხადებულია პრობიზანტიური ორიენტაციის მოღვაწედ.
XI ს-ის 50-იან წლებში მარიამ დედოფალი კვლავ აქტიურ პოლიტიკურ და დიპლომატიურ საქმიანობას ეწევა. ის კონსტანტინოპოლში თან ახლდა თავის ვაჟს, საქართველოს მეფეს ბაგრატ IV-ს და, როგორც ჩანს, ხელს უწყობდა მას იმპერატორთან გართულებული ურთიერთობის მოგვარებაში.
მარიამ დედოფალი ცნობილია, როგორც ქართული ეკლესიის დიდი მოამაგე, გიორგი მთაწმინდელის თანამდგომი…
[რედაქტირება] წყაროები და ლიტერატურა
- გიორგი მცარე „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება.- წგ.: ქართული პროზა, ტ. I თბ, 1982;
- მატიანე ქართლისა-წგ, ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც. ტ. 1, თბ., 1955;
- სუმბატ დავითის ძე, ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა-–იქვე.
- კოპალიანი ე., საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970-1070 წლებში, თბ., 1969;
- ლორთქიფანიძე მ. საქართველოს შიდაპოლიტიკური და საგარეო ვითარება X ს., 80-იანი წლებიდან XI ს, 80-იან წლებამდე –წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ 3. თბ., 1979;
- პაპასქირი ზ. ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს წარმოქმნა და საქართველოს საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის ზოგიერთი საკითხი, თბ., 1990;
- ჯავახიშვილი ივ, ქართველი ერის ისტორია, წგ. 2. თბ., 1965 (თხ 4., ტ. 2, თბ., 1983).