ავენისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''ავენისი'''  –  სოფელი [[საქართველო]]ში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ანანურის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი). ამჟამად სოფელი ფაქტიურად დაცლილია ჟინვალის ჰიდროკომპლექსის აგებასთან დაკავშირებით.  
 
'''ავენისი'''  –  სოფელი [[საქართველო]]ში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ანანურის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი). ამჟამად სოფელი ფაქტიურად დაცლილია ჟინვალის ჰიდროკომპლექსის აგებასთან დაკავშირებით.  
  
 +
==== სახელწოდება ====
 
ქართულ საისტორიო წყაროებში ეს სოფელი ევანისი|ევენისის ფორმით XVII საუკუნიდან დასტურდება. იგი შეუქმნია მთიდან ბარისაკენ „ჩამოწოლილი“ მოსახლეობის (მთიულ-ფშაველები) ერთ ნაწილს. [[ვახუშტი ბატონიშვილი]] ავენისს იცნობს ევენისის სახით, [[იოანე ბაგრატიონი]]ს „ქართლ-კახეთის აღწერაში“ კი იგი
 
ოდნავ შეცვლილად (ევნისი) არის წარმოდგენილი.
 
ოდნავ შეცვლილად (ევნისი) არის წარმოდგენილი.
 
ადგილობრივებში პოპულარულია გადმოცემა, რომლის მიხედვითაც სოფელს ავენისი მისი მკვიდრების ავენიანობის, ავსიტყვაობის გამო შერქმევია: „აქაური ხალხი ყოფილა დაუნდობელი, პირში მიმხლელი, ავის ენისი და იმიტომაც დაურქმევიათ ჩვენს ძველებს ეს სახელი“ (''ვანო ქოჩორაშვილი''), აღნიშნული ვერსია სპეციალურ ლიტერატურაშიც არის დადასტურებული.
 
სახელწოდება ავენისი, ფაქტიურად, წარმოქმნილია ავან-(||აონ) ფუძეზე -ის [[სუფიქსი]]ს დართვით: აონ-ის- ი → ავენ-ის-ი თვითონ ავან||აონ- ძირი, ჩვენი ფიქრით, რელიგიური შინაარსის შემცველი სიტყვაა; ავან-ი||აონ-ი ძველად საეკლესიო-რიტუალურ [[ნაგებობა]]თა კომპლექსს, სამონასტრო [[შენობა|შენობების]] ერთობლიობას აღნიშნავდა. საყურადღებოა, რომ აონხ- ფუძის შემცველი მიკროტოპონიმები დასტურდება
+
სახელწოდება ავენისი, ფაქტიურად, წარმოქმნილია ავან-(||აონ) ფუძეზე -ის [[სუფიქსი]]ს დართვით: აონ-ის- ი → ავენ-ის-ი თვითონ ავან||აონ- ძირი, ჩვენი ფიქრით, რელიგიური შინაარსის შემცველი სიტყვაა; ავან-ი||აონ-ი ძველად საეკლესიო-რიტუალურ [[ნაგებობა]]თა კომპლექსს, სამონასტრო [[შენობა|შენობების]] ერთობლიობას აღნიშნავდა. საყურადღებოა, რომ აონხ- ფუძის შემცველი მიკროტოპონიმები დასტურდება [[ახმეტა|ახმეტისა]] და თიანეთის რაიონებში, ანუ იმ რეგიონში, რომლის მოსახლეობასაც ბარად ჩამოსახლების შემდეგ შეუქმნია [[ტოპონიმი]] აონისი (||ავენისი).  
[[ახმეტა|ახმეტისა]] და თიანეთის რაიონებში, ანუ იმ რეგიონში, რომლის მოსახლეობასაც ბარად ჩამოსახლების შემდეგ შეუქმნია [[ტოპონიმი]] აონისი (||ავენისი).  
+
  
==წყარო==
 
==წყარო==

მიმდინარე ცვლილება 18:05, 26 მაისი 2024 მდგომარეობით

ავენისი – სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ანანურის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი). ამჟამად სოფელი ფაქტიურად დაცლილია ჟინვალის ჰიდროკომპლექსის აგებასთან დაკავშირებით.

[რედაქტირება] სახელწოდება

ქართულ საისტორიო წყაროებში ეს სოფელი ევანისი|ევენისის ფორმით XVII საუკუნიდან დასტურდება. იგი შეუქმნია მთიდან ბარისაკენ „ჩამოწოლილი“ მოსახლეობის (მთიულ-ფშაველები) ერთ ნაწილს. ვახუშტი ბატონიშვილი ავენისს იცნობს ევენისის სახით, იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერაში“ კი იგი ოდნავ შეცვლილად (ევნისი) არის წარმოდგენილი.

ადგილობრივებში პოპულარულია გადმოცემა, რომლის მიხედვითაც სოფელს ავენისი მისი მკვიდრების ავენიანობის, ავსიტყვაობის გამო შერქმევია: „აქაური ხალხი ყოფილა დაუნდობელი, პირში მიმხლელი, ავის ენისი და იმიტომაც დაურქმევიათ ჩვენს ძველებს ეს სახელი“ (ვანო ქოჩორაშვილი), აღნიშნული ვერსია სპეციალურ ლიტერატურაშიც არის დადასტურებული.

სახელწოდება ავენისი, ფაქტიურად, წარმოქმნილია ავან-(||აონ) ფუძეზე -ის სუფიქსის დართვით: აონ-ის- ი → ავენ-ის-ი თვითონ ავან||აონ- ძირი, ჩვენი ფიქრით, რელიგიური შინაარსის შემცველი სიტყვაა; ავან-ი||აონ-ი ძველად საეკლესიო-რიტუალურ ნაგებობათა კომპლექსს, სამონასტრო შენობების ერთობლიობას აღნიშნავდა. საყურადღებოა, რომ აონხ- ფუძის შემცველი მიკროტოპონიმები დასტურდება ახმეტისა და თიანეთის რაიონებში, ანუ იმ რეგიონში, რომლის მოსახლეობასაც ბარად ჩამოსახლების შემდეგ შეუქმნია ტოპონიმი აონისი (||ავენისი).

[რედაქტირება] წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები