ჯურუყვეთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ჯაურუყვეთი '''ჯაურუყვეთი''' – სოფელი [[საქართვ...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:JuruveTi.PNG|thumb|200px|ჯაურუყვეთი]]
 
[[ფაილი:JuruveTi.PNG|thumb|200px|ჯაურუყვეთი]]
'''ჯაურუყვეთი''' – სოფელი [[საქართველო]]ში, [[გურია]]ში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (ჯურუყვეთი, ბაღლები, ეწერი). მდებარეობს გურიის დაბლობზე, ზღვის დონიდან 30 მ., ლანჩხუთიდან 4 კმ.,  სოფელში გოგირდოვანი წყალია.
+
'''ჯურუყვეთი''' – სოფელი [[საქართველო]]ში, [[გურია]]ში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (ჯურუყვეთი, ბაღლები, ეწერი). მდებარეობს გურიის დაბლობზე, ზღვის დონიდან 30 მ., ლანჩხუთიდან 4 კმ.,  სოფელში გოგირდოვანი წყალია.
  
 
==== სახელწოდება ====
 
==== სახელწოდება ====

მიმდინარე ცვლილება 02:03, 28 მაისი 2024 მდგომარეობით

ჯაურუყვეთი

ჯურუყვეთი – სოფელი საქართველოში, გურიაში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (ჯურუყვეთი, ბაღლები, ეწერი). მდებარეობს გურიის დაბლობზე, ზღვის დონიდან 30 მ., ლანჩხუთიდან 4 კმ., სოფელში გოგირდოვანი წყალია.

[რედაქტირება] სახელწოდება

ტოპონიმი ჯურუყვეთი, ისევე როგორც ამ რეგიონის არაერთი სოფლის სახელი, გაფორმებულია -ეთ- სუფიქსით, რაც მის გვაროვნულ წარმოშობაზე მიგვანიშნებს. მაშასადამე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ შემთხვევაშიც ტოპონიმი ჯურუყვეთ-ი საყრდენ ძირად ადამიანის გვარს ჯურუყქვა-ს იყენებს. მართალია, მეცნიერებს შორის ნაწილობრივ არის გაზიარებული ვარაუდი - ყვა სიტყვის (სართის) ჩერქეზული (ადიღეური) ენიდან მომდინარეობის თაობაზე, მაგრამ არ უნდა გამოირიცხოს იმის შესაძლებლობა, რომ ეს -ყვა||-ქუა||-ქვა ელემენტები ადგილობრივი წარმომავლობის ენობრივ ფაქტად ვცნოთ. შესაძლოა შემდგომმა კვლევა-ძიებამ –ყვა სართის -ყ- სეგმენტი ძირისეულ მასალად მიგვაჩნევინოს, ხოლო -ვა ელემენტი – მეგრული გვარების საწარმოებელ სუფიქსად. ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება არ გაგვახსენდეს ის ფაქტი, რომ „ტბეთის სულთა მატიანეში“ ფიქსირებული ძველი ქართული სახელ-გვარების ერთი ნაწილი გაუფორმებელი ფუძის ბოლოს ყ თანხმოვანს იჩენს: მორთულაყი, შავჩიტყი, მურუყა, ჩუფავისაყი… საფიქრებელია, ეს ყ გადმოსცემდა ხმის შემართვას მომდევნო –Uuuu.JPGა||-ვა სუფიქსის წინ: მორთულა-ყ-, მურუ-ყ-, ჩუფაჴისა-ყ-… დროთა განმავლობაში ყ ბოლოკიდური თანხმოვანი -Uuuu.JPGა||-ვა სართის მეზობლობაში ჩავარდნილა. იგი მხოლოდ რამდენიმე მაგალითში შემოგვრჩენია.

მაშასადამე, ჯურუყვა (ჯურუყვ-ეთ-ი) უნდა წარმოვიდგინოთ როგორც ჯურუ-ყ-ვა (|დურუ-ჸ-ვა) და იგი ჯურუს შთამომავლის აღმნიშვნელ სახელად მივიჩნიოთ. ამრიგად, ჯურუყვეთი ნიშნავს: ჯურუს (დურუ?) მოგვარეთა სოფელი, „ჯურუყვების სოფელი“.

[რედაქტირება] წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები