ოროისე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ოროისე''' – (ძვ. წ. I ს. 70-იანი წლები), [[ალბანეთი (კავკასიის)|ალბანე...) |
მიმდინარე ცვლილება 13:46, 10 ივნისი 2024 მდგომარეობით
ოროისე – (ძვ. წ. I ს. 70-იანი წლები), ალბანეთის მეფე III მითრიდატული ომის (74-64) დროს. ანტიკური ავტორების მოწმობით, ანტირომაული კოალიციის მონაწილე. წყაროებში დაცულია ცნობები იბერიის მეფე არტაგთან მისი კავშირის შესახებ პომპეუსის წინააღმდეგ. მაგრამ კავშირმა რომაელთა წინსვლა ვერ შეაჩერა. პომპეუსი შეიჭრა ალბანეთში, აიძულა ოროისე მძევლები მიეცა და რომის სარდლის შეთავაზებული პირობები მიეღო. სავარაუდოა, რომ ალბანეთი რომაელი ხალხის „მოკავშირედ და მეგობრად“ გამოცხადდა.