დირიხლეს ფუნქცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''დირიხლეს ფუნქცია''' – [0;1] მონაკვეთზე გ...) |
მიმდინარე ცვლილება 16:57, 3 ივლისი 2024 მდგომარეობით
დირიხლეს ფუნქცია – [0;1] მონაკვეთზე განსაზღვრული ფუნქცია, რომელიც განიცდის წყვეტას ყოველ წერტილში, ნულის ტოლია არგუმენტის ირაციონალური მნიშვნელობისათვის და ერთის ტოლია არგუმენტის რაციონალური მნიშვნელობისათვის. დირიხლეს ფუნქცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათემატიკურ ანალიზსა და ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორიაში.
გერმანელმა მათემატიკოსმა ლეჟენ დირიხლემ თავისი ცნობილი მაგალითი პირველად 1829 წ-ს სტატიაში გამოაქვეყნა. ფუნქცია „აღწერილია“ სიტყვებით: φ(x) ფუნქცია ღებულობს მუდმივ c და d მნიშვნელობებს შესაბამისად x-ის რაციონალური და ირაციონალური მნიშვნელობებისათვის.