პუშტუნების საკითხი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''პუშტუნების საკითხი''' – პოლიტიკური პრობლემა [[ავღანეთი|ავღა...) |
14:36, 5 ივლისი 2024-ის ვერსია
პუშტუნების საკითხი – პოლიტიკური პრობლემა ავღანეთ-პაკისტანის ურთიერთობებში, ის წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის კოლონიური ბატონობის მემკვიდრეობას, 1893 ინგლისის ზეწოლით დადგინდა „დურანდის ხაზი“, რომელმაც ხელოვნურად გაყო პუშტუნთა და ბელეჯთა ტომები ავღანეთსა და ბრიტანეთის ინდოეთის ტერიტორიაზე. 1947 პაკისტანის შექმნის შემდეგ პუშტუნი მოსახლეობა აღმოჩნდა მის ერთ-ერთს პროვინციაში ღა ეს გახდა ავღანეთ-პაკისტანის მწვავე უთანხმოების მიზეზი, ავღანეთმა მოითხოვა, როს პუშტუნებისათვის მიეცათ თვითგამორკვევის უფლება. პუშტუნების საკითხი არაერთხელ იყო დასმული ავღანეთის მთავრობის მიერ 70-80-იან წლებში.